აზერბაიჯანის ნავთობის ფონდის წმინდა მოგებამ 40 მილიარდ მანათს გადააჭარბა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) 2020 წელი 5 მილიარდ 360.109 მილიონი მანათის წმინდა მოგებით დაასრულა.

აზერბაიჯანული report-ის თანახმად, აღნიშნული 24.2%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში SOFAZ-ის გაუნაწილებელი მოგება 15,3%-ით გაიზარდა და 40 მილიარდ 268,812 მილიონი მანათი შეადგინა.

გასულ წელს SOFAZ–ის მთელმა საოპერაციო შემოსავალმა 5 მილიარდი 327.956 მილიონი მანათი (წინა წელთან შედარებით 19.9%​-ით მეტი) შეადგინა, ხოლო საოპერაციო ხარჯებმა – 87.460 მილიონი მანათი (15.4%-ით ნაკლები). ფონდმა ასევე მიიღო წილი – 32,871 მილიონი მანათი ერთობლივი საწარმოების საგადასახადო ფინანსური შედეგებიდან და 86,149 მილიონი მანათი შვილობილი კომპანიების გაყიდვიდან. მოცემულ პერიოდში SOFAZ-ის დანაზოგმა მოგების გადახდებიდან 0.593 მილიონი მანათი შეადგინა.

2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, SOFAZ–ის აქტივებმა 44 მილიარდ 104.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.2%-ით მეტია წლის დასაწყისთან შედარებით. აქტივების ზრდა განპირობებული იყო ფონდის ბიუჯეტის შემოსავლებით, მათ შორის აქტივების მენეჯმენტიდან.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply