ნავთობპროდუქტებზე უარი მსოფლიოს 140 ტრილიონი დოლარი დაუჯდება

2050 წლისთვის ნავთობპროდუქტების სრული უარყოფა მსოფლიოს ქვეყნებს 140 ტრილიონი დოლარი დაუჯდება, რაც წელიწადში გლობალური მშპ-ს 3%-ს შეადგენს.

ფინანსისტების თვლიან, რომ ნახშირბად-ნეიტრალურობის მისაღწევად, მსოფლიოს ენერგიის ორი მესამედი განახლებადი წყაროებიდან უნდა იყოს წარმოებული.

აღნიშნული განსაკუთრებით მწვავედ იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე, “სბერბანკის” ხელმძღვანელის გერმან გრეფის აზრით, ენერგიის ექსპორტის ვარდნა 179 მილიარდ დოლარ ზარალს მოუტანს ქვეყანას 2035 წლისთვის, ხოლო 2050 წლისთვის – 192 მილიარდ დოლარს.

ივლისში, ევროკომისიამ პირველად განაცხადა ევროკავშირში ნახშირბადის ტრანსსასაზღვრო რეგულაციის დანერგვის შესახებ. აღნიშნული გავლენას მოახდენს უმსხვილეს ექსპორტიორებზე, რომლებიც, გარდა უშუალოდ ნავთობპროდუქტებისა, ევროკავშირს ამარაგებენ ისეთი პროდუქტებითაც, რომელთა წარმოებისასაც ადგილი აქვს სათბურის გაზების ემისიებს.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply