Tag Archives: #ევროკავშირი

ევროკომისიის ხელმძღვანელი: ევროკავშირი გაუმკლავდება რუსული გაზის მიწოდების შემცირებას

რუსული გაზის მიწოდების ნაწილობრივი შეწყვეტა ევროკავშირს საფრთხეს არ უქმნის – ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ზომები. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მოდელები რუსეთის ფედერაციიდან გაზის მიწოდების ნაწილობრივი შეფერხების ან შემდგომი შემცირების შემთხვევაში, რაც ევროკავშირს აქვს, აჩვენებს, რომ თანამეგობრობა “საკმაოდ უსაფრთხო სიტუაციაშია”. გარდა ამისა, ევროკავშირმა განიხილა თხევადი და ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო გაზრდა აშშ-სთან, ყატართან, ...

Read More »

ბორელი: თუ რუსეთი გაზის მომარაგებას შეაფერხებს, EU აზერბაიჯანთან და კატართან მოილაპარაკებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ თუ რუსეთი ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას შეამცირებს ან შეაჩერებს, ევროკავშირი, გაზთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, კატართან და აზერბაიჯანთან. “მზად ვართ თუ დიპლომატია ვერ გაამართლებს და განვიხილავთ ყველა ვარიანტს. ეს მოიცავს ჩვენი გამძლეობის გაუმჯობესებასაც, რაც მოიცავს მუშაობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, კატარი და აზერბაიჯანი, ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიწოდებას ...

Read More »

მარინა კალიურანდი: უნდა წავიდეთ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის გაჩერებაზე – რუსეთი უნდა გავაძევოთ სვიფტის შეთანხმებიდან

ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დიპლომატიის გამოყენების შესაძლებლობა. დღეს არავინ იცის რა იქნება, თუ რა მოხდება და არც პუტინს აქვს გადაწყვეტილი შემდეგი ნაბიჯი და ზუსტად ამ გაუგებრობის, არაპროგნოზირებადობის და უარესის მოლოდინის გამო არის უკიდურესად კრიტიკული სიტუაცია. დადგა დრო გამანადგურებელი სანქციების დაწესების, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა. „უნდა წავიდეთ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის გაჩერებაზე, რუსეთი უნდა გავაძევოთ სვიფტის შეთანხმებიდან ანუ ფინანსური რეგულაციებიდან. „ჩრდილოეთ ...

Read More »

გაზის მიწოდების გაზრდის განხილვის მიზნით, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში აზერბაიჯანს ეწვევა

ევროპის კომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი თებერვალში აზერბაიჯანსა და აშშ-ში გამართულ კონფერენციებს დაესწრება, სადაც ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდის გზებს განიხილავენ. ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის განცხადება საფრანგეთში კონტინენტის ენერგეტიკის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან გაზის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობაზე. ევროპაში გაზის მიწოდების კრიზისმა რუსეთიდან გაზის მიწოდების დეფიციტის გამო, ენერგიის ფასების ზრდა გამოიწვია.

Read More »

ჟოზეფ ბორელი – „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მომავალი დამოკიდებულია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მომავალი დამოკიდებულია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ჟოზეფ ბორელი ესწრებოდა საფრანგეთის ქალაქ ბრესტში ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. „ეს არ არის ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ, რადგან ის არ უწყობს ხელს ევროპის ენერგეტიკულ ავტონომიას. რა თქმა უნდა, ამ ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება ასევე დამოკიდებული ...

Read More »

ევროკავშირს ატომური და გაზის ელოქტროსადგურების „მწვანედ” კლასიფიცირება სურს

გლაზგოს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გერმანია და ევროკავშირის 4 სხვა ქვეყანა ევროკავშირის მიერ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად კლასიფიცირების წინააღმდეგ ერთობლივი დეკლარაციით წარდგნენ. ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად ცნობის წინააღმდეგ გამოსვლასთან ერთად გერმანია ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნის გადავადების წინადადებით გამოდიოდა. ევროკავშირის კომისიის მიერ შემუშავებულ და წევრი-სახელმწიფოებისათვის დაგზავნილ დოკუმენტში შესული წინადადებები, ექსპერტთა აზრით, კომპრომისულია და ორი დიდი სახელმწიფოს, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულება სავაჭრო დღის გახსნისათვის დადგენილ ნიშნულთან შედარებით 9%-ზე მეტით შემცირდა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 134 აშშ დოლარამდე დაეცა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს ბუნებრივი გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. გაზის ფასის ასეთ მკვეთრ ვარდნას ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ ...

Read More »

რამდენ ხანს გასტანს ევროპის ენერგეტიკული კრიზისი- ტრეიდერების პასუხი

იმის გასაგებად, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება წლევანდელი ენერგეტიკული კრიზისი, ევროპის ბუნებრივი აირის ბაზარს უნდა შევხედოთ. ფორვარდული ფასები გასული თვის განმავლობაში გაორმაგდა. ტრეიდერები ფსონს უპრეცედენტო შეკუმშვის 2023 წლამდე გაგრძელებაზე დებენ. ბუნებრივი აირი ძვირი იქნება ცხელ სეზონებზეც. მიმდინარე კვირაში ზაფხულის ფასებმა მეგავატ საათზე 100 ევროს გადააჭარბა, რაც რეკორდულად მაღალი ფასია. ევროპა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. რუსეთი მიწოდებას ზღუდავს, ხოლო საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურების ...

Read More »

ევროკომისია აირებისა და ბირთვულ საინვესტიციო წესებს წარადგენს

ევროკომისია, მომავალი წლის დასაწყისისთვის, გეგმის წარდგენას აანონსებს, რომელიც აირსა და ბირთვულ ენერგიას, ევროკავშირის მწვანე ფინანსური პოლიტიკის ფარგლებში, კლიმატისთვის მეგობრულ ინვესტირებად განიხილავს. განხილვისას გადაწყდება, შეიტანენ თუ არა ბირთვულ და ბუნებრივ აირს ორგანიზაციის „მდგრად ფინანსურ ტაქსონომიაში“ – ერთგვარ ინსტრუქციაში, რომელიც შეზღუდავს კლიმატისთვის ხელსაყრელი ინვესტიციებისთვის სტატუსის მიმნიჭებელ აქტივობებს. წესდების შესახებ წინადადების წარდგენამდე, ევროკომისიამ ის ჯერ წევრ სახელმწიფოებს და ექსპერტ მრჩეველთა ჯგუფს უნდა წარუდგინოს, ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის ახალ მილსადენებს აღარ დააფინანსებს

ევროკავშირი მომავალში ნავთობისა და გაზის ახალ მილსადენებს აღარ დააფინანსებს და ყურადღებას კლიმატისთვის ნაკლებად მავნე ენერგიის წყაროების პოპულარიზაციაზე გაამახვილებს. ინფორმაციას გერმანული სააგენტო DPA ავრცელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები Trans-European Networks for Energy-ის, იგივე, TEN-E-ს რეგლამენტის ცვლილებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული ქსელების გაფართოებას არეგულირებს. განახლებული რეგლამენტი, ევროკავშირის კლიმატის მიზნების მისაღწევად, ენერგიის წარმოებაში ახალ პრიორიტეტებს ადგენს. ეს არის ქარის სანაპირო ელექტროსადგურების ...

Read More »