ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულება სავაჭრო დღის გახსნისათვის დადგენილ ნიშნულთან შედარებით 9%-ზე მეტით შემცირდა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.

გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 134 აშშ დოლარამდე დაეცა.

შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს ბუნებრივი გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა.

გაზის ფასის ასეთ მკვეთრ ვარდნას ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელს უკავშირებენ.

Leave a Reply