ევროკომისია აირებისა და ბირთვულ საინვესტიციო წესებს წარადგენს

ევროკომისია, მომავალი წლის დასაწყისისთვის, გეგმის წარდგენას აანონსებს, რომელიც აირსა და ბირთვულ ენერგიას, ევროკავშირის მწვანე ფინანსური პოლიტიკის ფარგლებში, კლიმატისთვის მეგობრულ ინვესტირებად განიხილავს. განხილვისას გადაწყდება, შეიტანენ თუ არა ბირთვულ და ბუნებრივ აირს ორგანიზაციის „მდგრად ფინანსურ ტაქსონომიაში“ – ერთგვარ ინსტრუქციაში, რომელიც შეზღუდავს კლიმატისთვის ხელსაყრელი ინვესტიციებისთვის სტატუსის მიმნიჭებელ აქტივობებს.

წესდების შესახებ წინადადების წარდგენამდე, ევროკომისიამ ის ჯერ წევრ სახელმწიფოებს და ექსპერტ მრჩეველთა ჯგუფს უნდა წარუდგინოს, რომლებიც ფინანსურ, მრეწველობისა და სამოქალაქო საზოგადოებებს წარმოადგენენ.  კონსულტაციების პროცესს კომისია, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე დაიწყებს, რაც ნიშნავს, რომ ახალი წინადადება 2022 წლის იანვრამდე არ გამოქვეყნდება.

ტაქსონომიისთვის კლიმატური სანქციის შემოღებას ევროკომისია მიმდინარე წელსაც განიხილავდა, თუმცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან, ეხმარება თუ, პირიქით, ხელს უწყობს აირი და ბირთვული ენერგია კლიმატური კატასტროფების თავიდან აცილებას. სწორედ ამის გამო, 16 დეკემბერს, ევროკავშირის სამიტზე ენერგეტიკის საკითხებზე წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ნაწილობრივ ტაქსონომიაში გაზისა და ბირთვული ენერგიის როლზე უთანხმოების გამო. ევროკავშირის ტაქსონომია არ კრძალავს ინვესტიციებს „არამწვანე“ საქმიანობაში, თუმცა „მწვანე“ სტატუსის შეზღუდვით, ევროკავშირი მიზნად ისახავს დაბალი ნახშირბადის პროექტებში თანხის ჩადებას და კომპანიებისა და ინვესტორების დაუსაბუთებელი გარემოსდაცვითი პრეტენზიების აღმოფხვრას.

ბრიუსელის გადაწყვეტილებას აირებსა და ბირთვულ საკითხებზე  ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად ლობირებენ.  ქვეყნების ნაწილი მიიჩნევს, რომ გაზის ინვესტირებები აუცილებელია დამაბინძურებელი ნახშირის თავიდან ასაცილებლად, თუმცა მეორე მხარე თვლის, რომ წიაღისეული საწვავისთვის მწვანე სტატუსის მინიჭება ძირს გამოუთხრის წესების საიმედოობას და ევროკავშირის ლიდერობას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply