Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,2%-ით შემცირდა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო Light Sweet-ის – შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.72  (+ 0.34)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83,91 (- 0,14)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

რუსეთში ოქტომბერში ნავთობისა და კონდენსატის მოპოვება გაიზარდა

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში რუსეთში ნავთობისა და კონდენსატის მოპოვება 1,1%-ით გაიზარდა თვიურ გამოხატულებაში – 10,843 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული საწვავისა და ენერგიტუკული კომპლექსის ცენტრალური სადისპეტჩერო სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ავრცელებს. ამასთან წლიურ გამოხატულებაში აღნიშნული მაჩვენებელი 8,5%-ით გაიზარდა. “OPEC +”-მა გასული წლის მაისის თვიდან მოყოლებული ნავთობზე მოთხოვნილეს შემცირების გამო, რომელის გამოწვეული იყო კოროვირუსული პანდემიით, ...

Read More »

Bank of America: ნავთობის ფასის 120 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

ამერიკულმა საბანკო გიგანტმა Bank of America Corp.-მა (BofA) გაზარდა Brent მარკის ნავთობის ფასის პროგნოზი 2022 წლის შუა რიცხვებში 120 დოლარამდე/ბარელზე, ამღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ავრცელებს. “Bank of America ელოდება, რომ 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის Brent მარკის ნავთობის ფასი გაიზრდება 120 დოლარამდე/ბარელზე“, – აცხადებენ სააგენტოში. ბანკი აღნიშნავს, რომ გლობალურმა ენერგეტიკულმა კრიზისმა გამოიწვია ფასების ზრდა გაზსა და ქვანახშირზე მთელს მსოფლიოში, რაც ...

Read More »
Saudi Aramco ნავთობმოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს

Saudi Aramco-ის სუფთა მოგება 158%-ით გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობკომპანია Saudi Aramco-მა 2021 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში მიიღო 30,4 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება – რაც 158%-ით ანუ თითქმის 2,6-ჯერ მეტია 2020 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით. “სუფთა მოგების ზრდა უპირველეს ყოვლისა ნავთობზე ფასებისა და გაყიდვების მოცულობის ზრდის შედეგად მოხდა, ასევე გადამამუშავებელ და ნავთობქიმიურ სექტორში კარგი მარჟის გამო, რასაც აძლიერებდა  გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე მოთხოვნილების ...

Read More »

მომხმარებელი ქვეყნები ზეწოლას ახდენენ “OPEC +”-ზე ნავთობის ფასის 100 დოლარამდე გაზრდის შესახებ, პუტინის განცხადების შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებამ ნავთობის ფასის 100 დოლარამდე შესაძლო გაზრდის შესახებ შეაშფოთა აშშ, იაპონია და ინდოეთი, Bloomberg-ის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტოირთა კავშირი”. სტატიის ავტორების თქმით, ამ განცხადების შემდეგ მომხმარებელმა ქვეყნებმა დაიწყეს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი დიპლომატიური ზეწოლა “OPEC +”-ზე მოპოვების გაზრდისათვის. „ბაიდენის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად არის შეშფოთებული ბენზინის ფასების ზრდით, რომელმაც შვიდი წლის მაქსიმუმს მიაღწია. უკვე ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.38  (+ 0.06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83,57 (+ 0,76)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
Citigroup-მა ნავთობის გაძვირების მიზეზი დაასახელა

მსხვილი ნავთობკომპანიების შემოსავლები 13 წლიან მაქსიმუმზეა

დასავლური სამყაროს უმსხვილეს ნავთობკომპანიებს 2008 წლის კრიზისის შემდეგ სავარაუდოდ, ყველაზე მომგებიანი მესამე კვარტალი ჰქონდათ. ანალიტიკოსების შეფასებით, ხუთი უმსხვილესი ნავთობკომპანია, დაწყებული Royal Dutch Shell-ით და TotalEnergies-ით, მესამე კვარტალში დაახლოებით $29 მილიარდის თავისუფალ ფულად ნაკადს დააფიქსირებს. ნედლ ნავთობზე ძლიერი მოთხოვნა, ბუნებრივ აირზე და ქიმიკატებზე ფასების ზრდა და გადამამუშავებელი ბიზნესის ზრდა ინდუსტრიისთვის, სავარაუდოდ, მთავარი მამოძრავებელი იქნება. სასაქონლო ფასების ზრდის მიუხედავად, საჯარო ნავთობკომპანიების აღმასრულებლები ...

Read More »

იანვარ-აგვისტოს თვეებში რუსეთში ნავთობის ექსპორტი და მოპოვება შემცირდა

მ/წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. ქვეყანაში ნავთობის მოპოვებაც შემცირდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოს თვეებში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 6,8%-ით შემცირდა წლიურ გამოხატუილებაში 150,6 მლნ ტონამდე. აგვისტოში ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 17,4%-ით წლიურ გამოხატულებაში და 3,7%-ით თვიურ გამოხატულებაში 19,6 მლნ ტონამდე. ამავდროულად, იანვარ-აგვისტოს თვეებში რუსეთში ნავთობის მოპოვება 0,8%-ით შემცირდა ...

Read More »

მომავალ წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების ადგილობრივი წარმოება იზრდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: „2021 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მიერ ნედლი ნავთობის გადამუშავებამ შეადგინა 28 932,5 ტონა,  რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8 937,2 ტონით ანუ 44,7%-ით მეტია. შედეგად, მ/წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში გადამუშავების შედეგად წარმოებულ იქნა: ბენზინი – 6 401,6 ტონა – გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 3 002  ტონით  ანუ 31.9%-ით; ...

Read More »
ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის განცხადების შედეგად ნავთობი ძვირდება

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა, ხოლო Light Sweet-ის – გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.32  (- 0.26)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.81 (+ 0,15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »