ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„2021 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მიერ ნედლი ნავთობის გადამუშავებამ შეადგინა 28 932,5 ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8 937,2 ტონით ანუ 44,7%-ით მეტია.
შედეგად, მ/წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში გადამუშავების შედეგად წარმოებულ იქნა:
ბენზინი – 6 401,6 ტონა – გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 3 002 ტონით ანუ 31.9%-ით;
დიზელი – 12 651,65 ტონა – გაზრდილია 4 214.05 ტონით ანუ 49.9%-ით;
ნაფტა – 3 033,67 ტონა – გაზრდილია 1 235.37 ტონით ანუ 68.7%-ით;
მაზუთი – 12 426,45 ტონა – გაზრდილია 6 108.25 ტონით ანუ 96.7%-ით;
ბიტუმი – 356,09 ტონა (გასული წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა წარმოებული);
ბიტუმის ემულსია – 501,45 ტონა (გასული წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა წარმოებული).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებში წარმოებულმა ბენზინისა და დიზელის საწვავმა შეადგინა 19053,25 ტონა, რაც ქვეყანაში იმპორტირებული და წარმოებული ბენზინისა და დიზელის საწვავის 2,2%-ს შეადგენს. მათ შორის, წარმოებული ბენზინი შეადგენს იმპორტირებული და წარმოებული ბენზინის 1,4%-ს, დიზელის საწვავი – იმპორტირებული და წარმოებული დიზელის საწვავის 3%-ს.