მ/წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. ქვეყანაში ნავთობის მოპოვებაც შემცირდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოს თვეებში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 6,8%-ით შემცირდა წლიურ გამოხატუილებაში 150,6 მლნ ტონამდე.
აგვისტოში ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 17,4%-ით წლიურ გამოხატულებაში და 3,7%-ით თვიურ გამოხატულებაში 19,6 მლნ ტონამდე.
ამავდროულად, იანვარ-აგვისტოს თვეებში რუსეთში ნავთობის მოპოვება 0,8%-ით შემცირდა და შეადგინა 343,6 მლნ ტონა.
ნავთობის წილმა რუსეთის ექსპორტში იანვარ-აგვისტოში შეადგინაა 22,5%, ხოლო საწვავის და ენერგეტიკული პროდუქტების ექსპორტში – 43% (2020 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში – 23,4% და 43,9%, შესაბამისად).
რუსული ნავთობის საშუალო საექსპორტო ფასმა იანვარ-აგვისტოს თვეებში შეადგინა 500,8 აშშ დოლარი/ტონაზე , Urals მარკის ნავთობის ფასმა – 496,4 აშშ დოლარი/ტონაზე.