Saudi Aramco ნავთობმოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს

Saudi Aramco-ის სუფთა მოგება 158%-ით გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობკომპანია Saudi Aramco-მა 2021 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში მიიღო 30,4 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება – რაც 158%-ით ანუ თითქმის 2,6-ჯერ მეტია 2020 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით.

“სუფთა მოგების ზრდა უპირველეს ყოვლისა ნავთობზე ფასებისა და გაყიდვების მოცულობის ზრდის შედეგად მოხდა, ასევე გადამამუშავებელ და ნავთობქიმიურ სექტორში კარგი მარჟის გამო, რასაც აძლიერებდა  გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე მოთხოვნილების აღდგენა, ასევე ეკონომიკური აქტივობა ძირითად ბაზრებზე“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

“Saudi Aramco”-ის თავისუფალმა ფულადი ნაკადმა შეადგინა 28,7 მილიარდი დოლარი, რაც სამჯერ მეტია წლიდან-წლამდე. მესამე კვარტალში მოპოვებამ შეადგინა 12,9 მილიონი ბარელი სანავთობო ექვივალენტი დღე-ღამეში (მათ შორის ნავთობის მოპოვება საშუალოდ 9,5 მილიონი ბარელი/დღეში).

Leave a Reply