მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში რუსეთში ნავთობისა და კონდენსატის მოპოვება 1,1%-ით გაიზარდა თვიურ გამოხატულებაში – 10,843 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული საწვავისა და ენერგიტუკული კომპლექსის ცენტრალური სადისპეტჩერო სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ავრცელებს.
ამასთან წლიურ გამოხატულებაში აღნიშნული მაჩვენებელი 8,5%-ით გაიზარდა.
“OPEC +”-მა გასული წლის მაისის თვიდან მოყოლებული ნავთობზე მოთხოვნილეს შემცირების გამო, რომელის გამოწვეული იყო კოროვირუსული პანდემიით, შეამცირა მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, შეთანხმების პირობები კორექტირებულ იქნა. 2021 წლის აგვისტოს თვიდან მოყოლებული, ალიანსი ყოველთვიურად ზრდის მოპოვებას 400 ათასი ბარელით/დღეში, იმ პირობით, რომ 2022 წლის სექტემბრის ბოლოსთვის თანდათან ამოწურავს ყველა შეზღუდვას.