რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებამ ნავთობის ფასის 100 დოლარამდე შესაძლო გაზრდის შესახებ შეაშფოთა აშშ, იაპონია და ინდოეთი, Bloomberg-ის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტოირთა კავშირი”.
სტატიის ავტორების თქმით, ამ განცხადების შემდეგ მომხმარებელმა ქვეყნებმა დაიწყეს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი დიპლომატიური ზეწოლა “OPEC +”-ზე მოპოვების გაზრდისათვის.
„ბაიდენის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად არის შეშფოთებული ბენზინის ფასების ზრდით, რომელმაც შვიდი წლის მაქსიმუმს მიაღწია. უკვე რამდენიმე კვირაა ის მოუწოდებს “OPEC +”-ს მეტი ნავთობის მოპოვებისკენ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
იაპონიამ გადადგა თავისთვის უჩვეულო ნაბიჯი და შეუერთდა ამ მოწოდებებს. ჩინეთი კვლავ დუმს, მაგრამ იზიარებს იმავე თვალსაზრისს, ციტირებენ დიპლომატების სიტყვებს ავტორები.
„აშშ-ის, იაპონიისა და ინდოეთის ოფიციალური პირები გაესაუბრნენ ერთმანეთს პირადად, ასევე მიმართეს ნავთობის სხვა ძირითად მომხმარებლებსა და ექსპორტიორ ქვეყნებს. მოწოდებები დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო, მაგრამ ბოლო დღეებში გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასი 85 დოლარამდე გაიზარდა ბარელზე“, – დაასკვნეს პუბლიცისტებმა.