Tag Archives: #ოპეკი

აშშ-ის ადმინისტრაცია OPEC+-ის სახელმწიფოებს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ადმინისტრაცია OPEC+-ის სახელმწიფოებს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის, ჯეიკ სალივანის განცხადებაშია ნათქვამი. „საწვავის უფრო მაღალი ფასები, თუ ის არ კონტროლდება, საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკის მიმდინარე აღდგენას. ნედლი ნავთობის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წლის ბოლოს, პანდემიის დაწყებამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ OPEC+-ი ახლახან დათანხმდა წარმოების გაზრდას, ეს ზრდა სრულად ვერ აანაზღაურებს წინა წარმოების ...

Read More »

EIA: ოპეკის მოპოვება წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება

აშშ ელოდება, რომ წლის ბოლომდე ოპეკის მოპოვება გარიგების თანახმად მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება. ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) ყოველთვიური ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „აგვისტოს პროგნოზის თანახმად ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში ოპეკის ნავთობის მოპოვება იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე  ამას ითხოვს ოპეკი. ჩვენი შეფასებით, მესამე კვარტალში ოპეკი მოიპოვებს  1 მლნ ბარელით/დღეში ნაკლებს, ვიდრე საჭიროა, ხოლო მეოთხე კვარტალში ეს სხვაობა შემცირდება ...

Read More »

ტრამპმა თეთრი სახლი გააკრიტიკა OPEC–თან და Nord Stream 2–თან მიმართებაში გატარებელი პოლიტიკის გამო

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი მკაცრად გააკრიტიკა “OPEC–სა და რუსეთთან მოლაპარაკებების გამო” და “Nord Stream 2″–ის მშენებლობის დაშვებისთვის. ”ისინი (ბაიდენის ადმინისტრაცია – რედ.)  მოლაპარაკებებს აწარმოებენ OPEC–თან და რუსეთთან, მაშინ, როდესაც ჩვენ იმდენი ნავთობი გვაქვს, რომ არც კი ვიცით სად წავიღოთ,” – განაცხადა ტრამპმა არიზონაში გამოსვლისას. მან ასევე აღნიშნა, რომ მის დროს შეერთებული შტატები გახდა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი. აშშ ოფიციალურად ...

Read More »

OPEC 2021-2022 წლებში ნავთობზე მოთხოვნის ზრდას მოელის

ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) პროგნოზირებს, რომ ნავთობზე გლობალური მოთხოვნა 2021-2022 წლებში გაიზრდება. OPEC-ის პროგნოზით, 2021 წელს ზედიზედ მესამე თვეა ნავთობზე მოთხოვნა დღეში 6 მილიონი ბარელით იზრდება და 2022 წელს მოთხოვნის ზრდა 3,3 მილიონი ბარელით არის მოსალოდნელი. 2022 წლის მეორე ნახევარში ნავთობზე მთლიანი მოთხოვნა  საშუალოდ დღეში 99,86 მლნ ბარელი იქნება.

Read More »

IEA უშვებს სანავთობო ბაზარზე მნიშვნელოვან დეფიციტს “OPEC +”-ში უთანხმოების გამო

ნავთობის მსოფლიო ბაზარს ემუქრება ექსპორტიორთა ბრძოლის საფრთხე საბაზრო წილისათვის და დაჩქარებული ინფლაციის რისკის გამო, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ეკონომიკის აღდგენას, რომელიც COVID-19 პანდემიის გამო დაზარალდა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ივლისის თვის მიმოხილვაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირი”. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ “OPEC +”-ის უთანხმოებამ შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის დეფიციტი. თუ ალიანსის ქვეყნები აგვისტოს თვეში ნავთობის მოპოვებას ივლისის დონეზე შეინარჩუნებენ, ნავთობის ბაზარი “მნიშვნელოვნად ...

Read More »

როგორ განვითარდება მოვლენები ნავთობის მსოფლიო ბაზარზე და რა გავლენას იქონიებს აღნიშნული საქართველოში საწვავის ფასებზე?

ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასები კვლავაც არასტაბილურია. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს გაურკვევლობა „ოპეკში“. ვენის შეთანხმების ქვეყნების მინისტრები ნავთობის მოპოვების დონეზე უნდა შეთანხმებულიყვნენ 30 ივნისს – 1 ივლისს. მაგრამ საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის დაძაბულობამ პროცესი შეაჩერა. ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერსპექტივაში, მოთხოვნა ნავთობზე არ შემცირდება და ფასების ზრდა გაგრძელდება – დღეს ბაზარზე ნავთობის დეფიციტია, რომლის შევსებასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. შესაძლოა ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

შეუთანხმებლობა ოპეკში – ნავთობის ბაზარი ქაოსის წინაშეა

ოპეკის წევრებს შორის ყველაზე მწვავე კამათებიც კი, როგორც წესი, გარეთ არ გადის და პრობლემები დახურულ კარს მიღმა წყდება. ამჯერად სულ სხვა ვითარებაა  – არაბთა გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრმა CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის ქვეყანას ნავთობმოპოვების ზრდის „სუვერენული უფლება აქვს“. საპასუხოდ, ასევე საჯაროს, Bloomberg TV-ს ეთერში,  მას საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ბენ სალმანმა უპასუხა: „ქვეყანათა მთელი ჯგუფი ერთი ...

Read More »

ერაყი “OPEC +”-ის შეხვედრის ახალი თარიღის გამოცხადებას 10 დღის განმავლობაში ვარაუდობს

“OPEC +”-ის შემდეგი შეხვედრის თარიღი შეიძლება გამოცხადდეს ათი დღის განმავლობაში, ერაყის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბარის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ცნობისათვის, “OPEC +”-მა გააუქმა თავისი მორიგი შეხვედრა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ორშაბათს და შეხვედრის ახალი თარიღი ჯერ არ დაუთქვამს. ”ვიმედოვნებთ, რომ “OPEC +”-ის მომდევნო შეხვედრის თარიღი შეიძლება გამოცხადდეს უახლოესი ათი დღის განმავლობაში”, – იტყობინება სააგენტო Bloomberg მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით. ...

Read More »

აშშ ოპეკს ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ადმინისტრაცია ეკონტაქტება ოპეკის ქვეყნებს, რათა მიაღწიონ კომპრომისს ნავთობის მოპოვების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით. თეთრი სახლის წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მიუხედავად იმისა, რომ აშშ არ მონაწილეობს მოლაპარაკებებში, ვაშინგტონი “ყურადღებით აკვირდება “OPEC +”-ის განხილვებს და მათ გავლენას გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენაზე COVID-19 პანდემიისგან”. ”აშშ-ს ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები ურთიერთქმედებენ თავიანთ დედაქალაქებთან და მოუწოდებენ კომპრომისული გადაწყვეტილებისკენ, რაც ხელს შეუწყობს მოპოვების შეთავაზებულ ზრდას”, – ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

ოპეკი 2021 წელს ნავთობის მოპოვების ზრდის მთავარ მამოძრავებლებს ასახელებს

ოპეკის აპრილის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” აქვეყნებს ინფორმაციას მარტის თვეში ნავთობის მსოფლიო მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც გაიზარდა 1,22 მილიონი ბარელით/დღეში 93,23 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში.  ნავთობის მოპოვების პროგნოზი ოპეკის ორგანიზაციის გარეთ 2021 წლისთვის თითქმის უცვლელია, მცირედი ზრდაა მოსალოდნელი. მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ოპეკს გარეთ ნავთობის მოპოვების ზრდის მთავარი მამოძრავებლები გახდებიან კანადა, შეერთებული შტატები, ნორვეგია და ბრაზილია, ეკვადორი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, კატარი, გაიანა და ეკონომიკური ...

Read More »