EIA: ოპეკის მოპოვება წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება

აშშ ელოდება, რომ წლის ბოლომდე ოპეკის მოპოვება გარიგების თანახმად მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება. ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) ყოველთვიური ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

„აგვისტოს პროგნოზის თანახმად ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში ოპეკის ნავთობის მოპოვება იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე  ამას ითხოვს ოპეკი. ჩვენი შეფასებით, მესამე კვარტალში ოპეკი მოიპოვებს  1 მლნ ბარელით/დღეში ნაკლებს, ვიდრე საჭიროა, ხოლო მეოთხე კვარტალში ეს სხვაობა შემცირდება 0.3 მლნ ბარელამდე/დღეში “.

“ოპეკი +”-ის ლიდერები სავარუდოდ 2021 წლის დეკემბერში შეიკრიბებიან, როდესაც ჩვენ ველოდებით გარკვეულ კორექტირებას შემცირების გეგმაში,” – აღნიშნავს სამმართველო.

EIA-ის ვარაუდით, 2021 წლის მეორე ნახევარში OPEC–ის ნავთობის მოპოვება შეადგენს საშუალოდ 27,6 მლნ ბარელს/დღეში, რაც წინა პროგნოზთან შედარებით დაახლოებით 0,6 მლნ ბარელით დაბალია.

”ოპეკის ნავთობის მოპოვების პროგნოზი 2022 წლისთვის თითქმის შეესაბამება ჩვენს ივლისის თვის პროგნოზს, ამასთან მოსალოდნელზე მაღალი მოპოვება წლის მეორე ნახევარში მოახდენს 2022 წლის პირველ კვარტალში პროგნოზირებული მოპოვების შემცირების კომპენსირებას.”

Leave a Reply