ნავთობის მსოფლიო ბაზარს ემუქრება ექსპორტიორთა ბრძოლის საფრთხე საბაზრო წილისათვის და დაჩქარებული ინფლაციის რისკის გამო, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ეკონომიკის აღდგენას, რომელიც COVID-19 პანდემიის გამო დაზარალდა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ივლისის თვის მიმოხილვაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირი”.
სააგენტოში მიიჩნევენ, რომ “OPEC +”-ის უთანხმოებამ შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის დეფიციტი. თუ ალიანსის ქვეყნები აგვისტოს თვეში ნავთობის მოპოვებას ივლისის დონეზე შეინარჩუნებენ, ნავთობის ბაზარი “მნიშვნელოვნად შემცირდება”, ამბობენ ექსპერტები.
IEA ვარაუდობს, რომ ბაზრებზე გაგრძელდება არასტაბილურობა მანამ, სანამ არ იქნება მიღებული “OPEC +”–ის გადაწყვეტილება მოპოვებისასთან დაკავშირებით. ეს არც მწარმოებლებისა და არც მომხმარებლების ინტერესებში არ შედის, ხაზგასმულია მოხსენებაში.