Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

„დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან, ნავთობპროდუქტებზე კი 5 თებერვლიდან ამოქმედება

„დიდი შვიდეულის“ (G7) სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ, რამაც უნდა შეამციროს ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი და შეასუსტოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან ამოქმედდება, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს საერთო პოლიტიკურ განზრახვას, დავასრულოთ და განვახორციელოთ ყოვლისმომცველი აკრძალვა იმ სერვისებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში რუსული ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავაც $90-ს ქვემოთ რჩება

2022 წლის  2 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.69 (+2.40)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.89 (+2.24)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ნორვეგიული ნავთობკომპანია რუსეთს ტოვებს

ნორვეგიის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთიდან მთლიანად გავიდა. „Equinor-ს აღარ დარჩა აქტივები ან პროექტები რუსეთში”, – იტყობინება კომპანია. რუსეთის შეჭრიდან მეოთხე დღეს, 28 თებერვალს კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან გასვლის პროცესს იწყებდა. წყარო: europetime.eu

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

დღეს, გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა, ლიტრი დიზელის საწვავის ფასი 2,1 ევრო გახდა, ზოგან კი 2,3 ევროზე მეტი, – წერს tagesschau. გუშინ, გერმანიაში მთავრობის მიერ საწვავზე შემოღებული ფასდაკლების მოქმედების ბოლო დღე იყო. მისი დამთავრებისთანავე E10 პრემიუმ ბენზინზე ფასი ლიტრზე დაახლოებით 25 ცენტით გაიზარდა, ხოლო დიზელზე დაახლოებით 10 ცენტით. გერმანიის ავტომობილისტთა კლუბის თანახმად, საწვავზე გადასახადის დროებით შემცირების პერიოდის გასვლის შემდეგ, ...

Read More »

იაფი საუდის არაბეთის ნავთობის გამო, ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი მცირდება

რუსული ნავთობის იმპორტი 7,3%-ით შემცირდა, ხოლო საუდის არაბეთის ნედლი ნავთობის იმპორტი 25%-ით გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზად სახელდება ის, რომ რუსული ნავთობის ფასები მყიდველების მხრიდან მაღალი მოთხოვნის ფონზე გაიზარდა, რაც საუდის არაბეთის ფასს უფრო მიმზიდველს ხდის. რუსეთიდან ინდოეთში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა, რადგან ქვეყანამ აქტიურად დაიწყო საუდის არაბეთიდან იმპორტის განხორციელება. ინდოეთმა ბოლო ორ თვეში რუსეთიდან დღეში დაახლოებით 877,400 ბარელი  ნედლი ნავთობი შეიძინა, ...

Read More »

ნავთობის ფასი $90-ს ჩამოსცდა

2022 წლის  1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.49  (-  2.82)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.55  ( –  2.09)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,3 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,3 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 418.3 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა   1.172  მილიონი ბარელით  და შეადგინა  215,6  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 0,1  მილიონი ბარელით და შეადგინა  111,7 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,1 ...

Read More »

WSJ: დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსულ ნავთობზე საფასო ჭერს დააწესებენ

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსული წარმოების ნავთობზე საფასო ჭერის დაწესებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ახალი შეზღუდვის შესახებ ოფიციალურად ხვალ, 2 სექტემბერს გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეთანხმება “რუსეთთან წინააღმდეგობის ფრონტის ახალ ხაზს ქმნის, რომლის მთავარი სამიზნეც რუსეთის სანავთობო შემოსავლების შემცირება იქნება”. ახალი შემზღუდავი მექანიზმი მიზნად ისახავს შეამციროს რუსეთის სანავთობო შემოსავლები ისე რომ ამან არ გამოიწვიოს ნავთობის საერთაშორისო ფასების ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  31 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.31  (-  5.78)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.64  ( –  5.37)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანული ნავთობი ჩრდილიდან გამოდის, გერმანიამ რუსული გაზის ალტერნატივა იპოვა

თბილისი (GBC) – ჩინეთთან ახლოს, სინგაპურის სანაპიროზე და სპარსეთის ყურეში 93 მლნ ბარელი ირანული ნავთობის დატვირთული ტანკერები დგას. კიდევ ათობით მილიონ ბარელს თეირანი საცავებში ინახავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს. მთელი ეს ნავთობი მზადაა მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად იმ შემთხვევაში, თუ აშშ–ირანის ბირთვული შეთანხმება აღდგება. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ირანი ევროპის ბაზარზე რუსულ ნედლეულზე უარის თქმის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის შესავსებად ემზადება. ანალიტიკოსები ...

Read More »