იაფი საუდის არაბეთის ნავთობის გამო, ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი მცირდება

  • რუსული ნავთობის იმპორტი 7,3%-ით შემცირდა, ხოლო საუდის არაბეთის ნედლი ნავთობის იმპორტი 25%-ით გაიზარდა.
  • აღნიშნულის მიზეზად სახელდება ის, რომ რუსული ნავთობის ფასები მყიდველების მხრიდან მაღალი მოთხოვნის ფონზე გაიზარდა, რაც საუდის არაბეთის ფასს უფრო მიმზიდველს ხდის.

რუსეთიდან ინდოეთში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა, რადგან ქვეყანამ აქტიურად დაიწყო საუდის არაბეთიდან იმპორტის განხორციელება.

ინდოეთმა ბოლო ორ თვეში რუსეთიდან დღეში დაახლოებით 877,400 ბარელი  ნედლი ნავთობი შეიძინა, იტყობინება Reuters, რაც 7,3%-ით ნაკლებია ივნისის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც იმპორტი დღეში 950,000 ბარელს შეადგენდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი კვლავაც რჩება ინდოეთის ნავთობის უმსხვილეს მიმწოდებელთა შორის. მას მხოლოდ ერაყი უსწრებს.

რუსეთის ნავთობზე ინდოეთის მოთხოვნის შემცირება დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ საუდის ნავთობის ფასები სულ უფრო მიმზიდველი ხდება. რუსული საწვავის ფასები გაიზარდა ინდოეთისა და ჩინეთის მხრიდან მაღალი მოთხოვნის, ასევე, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შემსუბუქების გამო.

გაურკვეველია რამდენ ხანს გაგრძელდება საუდის არაბეთიდან იმპორტის ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის თანახმად, საუდის არაბეთის ნავთობის ფასები გაიზრდება ყველაზე სწრაფი ტემპით, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ Saudi Aramco-ს Arab Light ფასი აგვისტოში 9,30 დოლარამდე გაიზარდა, რაც ბარელზე 2,80 დოლარით მატებას გულისხმობს.

თუმცა, აღნიშნული მაინც წარმოადგენს პრობლემას რუსეთისთვის, რომელმისც ინდოეთს ნავთობის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მომხმარებლად განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ჩინელმა და ინდოელმა იმპორტიორებმა უკრაინასთან ომის მხოლოდ პირველი სამი თვის განმავლობაში 24 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნედლი ნავთობი შეიძინეს.

 

Leave a Reply