გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,3 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,3 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 418.3 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ბენზინის მარაგები  შემცირდა   1.172  მილიონი ბარელით  და შეადგინა  215,6  მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები  გაიზარდა 0,1  მილიონი ბარელით და შეადგინა  111,7 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Leave a Reply