„დიდი შვიდეულის“ (G7) სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ, რამაც უნდა შეამციროს ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი და შეასუსტოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობა.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან ამოქმედდება, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან.
„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს საერთო პოლიტიკურ განზრახვას, დავასრულოთ და განვახორციელოთ ყოვლისმომცველი აკრძალვა იმ სერვისებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ასეთი სერვისების მიწოდება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეძენილია ფასის ზედა ზღვარით“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.