ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანული ნავთობი ჩრდილიდან გამოდის, გერმანიამ რუსული გაზის ალტერნატივა იპოვა

თბილისი (GBC) – ჩინეთთან ახლოს, სინგაპურის სანაპიროზე და სპარსეთის ყურეში 93 მლნ ბარელი ირანული ნავთობის დატვირთული ტანკერები დგას. კიდევ ათობით მილიონ ბარელს თეირანი საცავებში ინახავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

მთელი ეს ნავთობი მზადაა მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად იმ შემთხვევაში, თუ აშშ–ირანის ბირთვული შეთანხმება აღდგება.

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ირანი ევროპის ბაზარზე რუსულ ნედლეულზე უარის თქმის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის შესავსებად ემზადება. ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ თეირანი აზიის ბაზრისთვისაც იბრძოლებს, სადაც დღეს რუსეთი დომინირებს.

ამასობაში, გერმანიამ და დანიამ ალტერნატიული ენერგიის წყარო გამონახეს, რომელმაც შესაძლოა რუსული გაზი ჩაანაცვლოს. საკითხის გადამწყვეტი შეიძლება „ბორნჰოლის ენერგეტიკული კუნძული“ გახდეს – ქარის კვანძი ბალტიის ზღვაში, წერს სააგენტო Bloomberg.

გერმანია–დანიის ქარის კვანძს, რომელიც ბალტიის ზღვის ამ ნაწილში ყოველთვის ძლიერია, 3 გვტ/სთ ელენერგიის გამომუშავება შეუძლია. „პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპის ორი ქვეყანა თანამშრომლობს ასეთ პროექტში“, – განაცხადა გერმანიის ვიცე–კანცლერმა და ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამისათვის 9 მლრდ ევროს ინვესტიციაა საჭირო, საიდანაც 3 მლრდ ინფრასტრუქტურის მოწყობას, ხოლო 6 მლრდ ევრო ტურბინების მშენებლობას მოხმარდება.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply