რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

დღეს, გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა, ლიტრი დიზელის საწვავის ფასი 2,1 ევრო გახდა, ზოგან კი 2,3 ევროზე მეტი, – წერს tagesschau.

გუშინ, გერმანიაში მთავრობის მიერ საწვავზე შემოღებული ფასდაკლების მოქმედების ბოლო დღე იყო. მისი დამთავრებისთანავე E10 პრემიუმ ბენზინზე ფასი ლიტრზე დაახლოებით 25 ცენტით გაიზარდა, ხოლო დიზელზე დაახლოებით 10 ცენტით.

გერმანიის ავტომობილისტთა კლუბის თანახმად, საწვავზე გადასახადის დროებით შემცირების პერიოდის გასვლის შემდეგ, E10 პრემიუმ ბენზინზე ფასი დაახლოებით 25 ცენტით გაიზარდა.
კლუბის პრეზიდენ კატრინ ვან რანდერბორგის თქმით, ბოლო ორ კვირაშიც, ფასდაკლების სისტემის პირობებში, ფასები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი – დახლოებით 10 ცენტით E10 ბენზინზე და 20 ცენტით დიზელზე.

tagesschau აღნიშნავს, რომ ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორებს ოთხშაბათამდე კვლავ შეუძლიათ საწვავის ფასდაკლებით შეძენა და ჯერჯერობით მომხმარებელს სრულიად არ უგვრძნია ფასდაკლების პერიოდის დასრულების ჯიბეზე გავლენა.

პორტალი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საფრანგეთი გერმანიისაგან განსხვავებულ მიდგომას იყენებს და აცხადებს, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში ფასდაკლება 18 ცენტის ნაცვლად 30 ცენტი იქნება, ნოემბრსა და დეკემბერში 10 ცენტამდე შემცირდება და სრულად მხოლოდ წლის ბოლოს გაუქმდება.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply