Tag Archives: #გაზსადენი

გერმანიამ “Nord Stream-2” შეჩერების შესაძლებლობა დაუშვა

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში როდერიხ კიზევეტერმა თანაპარტიელებს მოუწოდა უფრო კრიტიკულად მიუდგნენ Nord Stream 2-ს მორატორიუმის დადგენაზე იფიქრონ, იუწყება ჟურნალი Der Spiegel. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მშენებარე გაზსადენი არის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტი და მისი გაშვება უნდა იყოს შეჩერებული. საჭიროების შემთხვევაში, მისი მშენებლობის გაგრძელება მოგვიანებით შეიძლება. “Nord Stream 2, პირველ რიგში, გეოპოლიტიკური პროექტია. რუსეთს სურს უკრაინა ბუნებრივი აირის ...

Read More »

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანა „ცუდი გარიგებაა“

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანა „ცუდი გარიგებაა“. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. მისივე თქმით, გაზსადენის თემა იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ კვირაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს. „ცხადია, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თემა იქნება განხილვის საგანი და აშშ-ის შეხედულებით ეს ცუდი გარიგებაა და ის აერთიანებს გლობალურ თემებს. ვერ გეტყვით ...

Read More »
ნაკადი

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს. ამის შესახებ „ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეიჯი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მატიას ვარნიგმა გამოცემა „ჰანდელსბლატთან“ ინტერვიუში განაცხადა. კომპანიის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ ამჟამად პროექტის 98 პროცენტი უკვე დასრულებულია და კიდევ სამი თვე სხვადასხვა სერტიფიკატის მიღებას და შემოწმებების ჩატარებას დასჭირდება. მატიას ვარნიგის თქმით, კომპანიის ამოცანაა, რომ გაზსადენმა მუშაობა მიმდინარე წელსვე დაიწყოს. „ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეიჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, ...

Read More »

გერმანიაში ვიზიტისას ვლადიმერ ზელენსკი ეცდება ბერლინი დაარწმუნოს, რატომ უნდა შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა

გერმანიაში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აპირებს არგუმენტები წარადგინოს, თუ რატომ უნდა შეჩერდეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკოფოროვმა განაცხადა. მისივე ცნობით, ვლადიმერ ზელენსკი გერმანიაში 11 ივლისს გაემგზავრება, სადაც შეხვედრებს გამართავს გერმანიის კანცლერთან და ფედერალურ პრეზიდენტთან. ისინი ისაუბრებენ გერმანიის როლის გაძლიერებაზე „ნორმანდიული ოთხეული ფორმატში“ და დონბასში მშვიდობის დამყარებაში. „ასევე ის მათ დასარწმუნებლად წარმოადგენს არგუმენტებს, რომ ეს ...

Read More »
TAP-მა ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანიებთან 3 კონტრაქტი გააფორმა

IEA: წელს TAP–ით 5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაა დაგეგმილი

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტრანს-ადრიატიკულმა მილსადენმა (TAP) 3 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი გაატარა, რომელიც ევროპას მიეწოდა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, წელს გაზსადენით ტრანსპორტირებადი გაზის მოცულობამ 5 მილიარდ კუბურ მეტრს უნდა გადააჭარბოს. ზოგადად, ევროპაში გაზსადენებით იმპორტირებული გაზის წილი 10%-ზე მეტით შემცირდება 2020 წელს, ნათქვამია ანგარიშში. მსგავსი მკვეთრი ვარდნის მიზეზი რუსეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ...

Read More »

TAP-ის კონსორციუმმა და ალბანეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ახალი ობიექტის მშენებლობის თაობაზე

Trans-Adriatic Pipeline (TAP) კონსორციუმმა და ალბანეთის მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფიერეში პირველი გაზის გამანაწილებელი ობიექტის მშენებლობის თაობაზე. ხსენებულის შესახებ ალბანურმა მედიამ განაცხადა. აღინიშნა, რომ ეს შეთანხმება დაეხმარება ალბანეთს გაზიფიცირებაში, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ამბიციას, გახდეს ექსპორტიორი მომავალში. ამავდროულად, აღნიშნული დოკუმენტი საშუალებას მისცემს ალბანეთს ქვეყნის სამხრეთის გაზიფიცირების Fieri-Vlora-ს გაზსადენით. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 31 დეკემბერს დაიწყო აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ევროპაში ...

Read More »

ერდოღანი: “TANAP და TAP დიდ სტიმულს აძლევენ ევროპის ეკონომიკურ განვითარებას”

”თურქეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პარტნიორია” აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის სამიტზე ანტალიაში განაცხადა. მისი სიტყვებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენისა (TANAP) და ტრანს-ადრიატიკური მილსადენის (TAP) დასრულებით, ჩამოყალიბდა მეოთხე მთავარი არტერია, რომლის გავლითაც ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდება. ერდოღანმა ასევე დაამატა, რომ TANAP-ისა და TAP-ის პროექტები უზრუნველყოფს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დიდ სტიმულს აძლევს ეკონომიკურ განვითარებას. ტრანს-ანატოლიური გაზსადენის ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

მიმიდინარე წლის პირველ ნახევარში ჯეიჰანის პორტიდან 99 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გავიდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში BOTAS International Limited-მა (BIL), რომელიც ოპერირებას უწევს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენს თურქეთში, ჯეიჰანის ტერმინალიდან 99.096 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გაიტანა. კომპანიის ცნობით, ნედლი ნავთობის აღნიშნული მოცულობა 137 ტანკერზე დატვირთა და მსოფლიო ბაზრებზე გაიგზავნა. ჯამში, ამ დროისთვის, პორტიდან  3,7 მილიარდ 670 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი იქნა განთავსებული 4,796 ტანკერზე. თურქეთში BTC-ის ოპერირებისთვის ავტორიზაცია BIL–მა 2001 წელს მოიპოვა. BTC–დან ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ის სარემონტო სამუშაოები დაასრულა

ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრელური გაზსადენის გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული მაგისტრალი მდინარე თერგის შენაკადის ღვარცოფული მოვლენის შედეგად დაზიანდა, რის გამოც აუცილებელი გახდა რებილიტაციის განხორციელება. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები დაასრულა. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ახორციელებს “სოკარ ჯორჯია გაზი”.

Read More »

თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა

თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ კომპანია „სერბიაგაზის“ გენერალურმა დირექტორმა, დუშან ბაიატოვიჩმა, სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მილების შეერთების შემდეგ განაცხადა. სერბეთში ამბობენ, რომ გაზის მოცულობა, რომელიც 15.75 მილიარდი კუბური მეტრია, შეიძლება, გამოყენებულ იქნას მთელ ცენტრალურ ევროპაში. გაზსადენი „ბალკანეთის ნაკადი“ გაზსადენ „თურქული ნაკადის“ გაგრძელებაა, რომლის საშუალებით ბუნებრივი აირი ევროპას პირველი ოქტომბრიდან მიეწოდება. აღნიშნული პროექტით სერბეთი სატრანზიტო ფუნქციას იძენს.

Read More »