TAP-ის კონსორციუმმა და ალბანეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ახალი ობიექტის მშენებლობის თაობაზე

Trans-Adriatic Pipeline (TAP) კონსორციუმმა და ალბანეთის მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფიერეში პირველი გაზის გამანაწილებელი ობიექტის მშენებლობის თაობაზე.

ხსენებულის შესახებ ალბანურმა მედიამ განაცხადა.

აღინიშნა, რომ ეს შეთანხმება დაეხმარება ალბანეთს გაზიფიცირებაში, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ამბიციას, გახდეს ექსპორტიორი მომავალში. ამავდროულად, აღნიშნული დოკუმენტი საშუალებას მისცემს ალბანეთს ქვეყნის სამხრეთის გაზიფიცირების Fieri-Vlora-ს გაზსადენით.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 31 დეკემბერს დაიწყო აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ევროპაში TAP–ის გაზსადენით.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply