გერმანიაში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აპირებს არგუმენტები წარადგინოს, თუ რატომ უნდა შეჩერდეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკოფოროვმა განაცხადა. მისივე ცნობით, ვლადიმერ ზელენსკი გერმანიაში 11 ივლისს გაემგზავრება, სადაც შეხვედრებს გამართავს გერმანიის კანცლერთან და ფედერალურ პრეზიდენტთან.
ისინი ისაუბრებენ გერმანიის როლის გაძლიერებაზე „ნორმანდიული ოთხეული ფორმატში“ და დონბასში მშვიდობის დამყარებაში.
„ასევე ის მათ დასარწმუნებლად წარმოადგენს არგუმენტებს, რომ ეს გაზსადენი ვნებს როგორც უკრაინას, ისე ევროპის ქვეყნებს. ისაუბრებს ყირიმის დეოკუპაციაზე“, – განაცხადა სერგეი ნიკოფოროვმა.
შეგახსენებთ, რუსულ-გერმანული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ქვეყნები დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან, რადგან მათი პოზიციით, ეს პროექტი გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ ენერგორესურსებზე და ზემოქმედების ბერკეტი გახდება კრემლისთვის.