TAP-მა ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანიებთან 3 კონტრაქტი გააფორმა

IEA: წელს TAP–ით 5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაა დაგეგმილი

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტრანს-ადრიატიკულმა მილსადენმა (TAP) 3 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი გაატარა, რომელიც ევროპას მიეწოდა.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, წელს გაზსადენით ტრანსპორტირებადი გაზის მოცულობამ 5 მილიარდ კუბურ მეტრს უნდა გადააჭარბოს.

ზოგადად, ევროპაში გაზსადენებით იმპორტირებული გაზის წილი 10%-ზე მეტით შემცირდება 2020 წელს, ნათქვამია ანგარიშში. მსგავსი მკვეთრი ვარდნის მიზეზი რუსეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ირანიდან ტვირთების შემცირებაა.

ხსენებული პერიოდის განმავლობაში, ნორვეგიის მილსადენებით ბუნებრივი აირის მიწოდება სტაბილური დარჩა, ხოლო აზერბაიჯანიდან ექსპორტი 20%-ით გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანის ექსპორტი ყოველწლიურად 20%-ზე მეტით იზრდება. რუსეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან იმპორტის ზრდისა და TAP–ით მიწოდებული აზერბაიჯანული გაზის იმპორტის ზრდის ფონზე იტალიასა და სამხრეთ ევროპაში, გაზსადენის მიწოდება სავარაუდოდ 2019 წლის დონეს მიაღწევს 2021 წელს.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე ხუთი თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის წარმოება გასულ წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. ეს გამოწვეული იყო ექსპორტის 40% -ზე მეტი წლიური ზრდით. TAP–ის საშუალებით მომარაგებამ მიმდინარე 5 თვის განმავლობაში 2.5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ TAP კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე გიგანტური შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპას აწვდის ბუნებრივ აირს. 878 კილომეტრიანი გაზსადენი უკავშირდება ტრანს-ანატოლიურ მილსადენს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე კიპოიში, კვეთს საბერძნეთს, ალბანეთსა და ადრიატიკის ზღვას და აღწევს იტალიის სამხრეთ სანაპირომდე.

პროექტის  ამოქმედების პირველ დღეს, 2020 წლის 31 დეკემბერს, 10,9 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ტრანსპორტირდა ევროპაში TAP–ის საშუალებით.

TAP–ს შეუძლია ხელი შეუწყოს გაზის მიწოდებას სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მომავალში დაგეგმილი დამაკავშირებლების საშუალებით. მაგალითად, ბულგარეთს საშუალება ექნება გააძლიეროს მომარაგების უსაფრთხოება TAP–ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის საჭიროების 33%–ით უზრუნველყოფით. აღნიშნული, თავის მხრივ, გაზრდის ბუნებრივი აირის შეღწევას ხსენებულ ქვეყანაში. TAP–ის ინფრასტრუქტურა საბერძნეთსა და ალბანეთში, აგრეთვე იტალიაში, ქმნის შესაძლებლობებს აზერბაიჯანული გაზის ევროპის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირებისთვის.

TAP, როგორც სამხრეთ გაზის დერეფნის ბოლო სეგმენტი, რომელიც ევროპის ბუნებრივი აირის ახალ წყაროზე საიმედო წვდომას უზრუნველყოფს და სტრატეგიული დანიშნულება აქვს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში, მარაგების დივერსიფიკაციასა და დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევაში.

TAP-ის აქციონერები არიან SOCAR (20%), bp (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%).

სამხრეთ გაზის დერეფანი აკავშირებს სამ მილსადენს, რომელთა საერთო სიგრძეა 3,500 კმ. სამხრეთ კავკასიის მილსადენების გაფართოებების, TANAP-ისა და TAP-ის მილსადენების სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. შაჰ-დენიზის საბადოების განვითარების მეორე ეტაპზე წარმოებული ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე ხდება თურქეთის ბაზარზე ხსენებული მილსადენებით და გასული წლის ბოლოდან დაიწყო ტრანსპორტირება ევროპულ ბაზრებზეც.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply