მიმდინარე წლის პირველ ნახევარში BOTAS International Limited-მა (BIL), რომელიც ოპერირებას უწევს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენს თურქეთში, ჯეიჰანის ტერმინალიდან 99.096 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გაიტანა.
კომპანიის ცნობით, ნედლი ნავთობის აღნიშნული მოცულობა 137 ტანკერზე დატვირთა და მსოფლიო ბაზრებზე გაიგზავნა.
ჯამში, ამ დროისთვის, პორტიდან 3,7 მილიარდ 670 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი იქნა განთავსებული 4,796 ტანკერზე.
თურქეთში BTC-ის ოპერირებისთვის ავტორიზაცია BIL–მა 2001 წელს მოიპოვა. BTC–დან ჯეიჰანის ტერმინალზე ნედლი ნავთობის პირველი ტანკერის დატვირთვა 2006 წლის 2 ივნისს განხორციელდა.
ნინო სამადაშვილი