Tag Archives: #ევროპა

კულება „ჩრდილოეთ ნაკადის“ შეჩერებას ეხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შეჩერების გადაწყვეტილებას „ტვიტერზე“ ეხმაურება. ის გერმანიის ნაბიჯს მორალურად და პოლიტიკურად სწორს უწოდებს. „მივესალმები გერმანიის ნაბიჯს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი არსებულ ვითარებაში. ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს რთულ გადაწყვეტილებებს რთულ დროს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს“, – წერს კულება.

Read More »

35 მილიონ ევროპელს გათბობასა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება უწევს. რატომ?

ევროპაში ენერგომოხმარების ფასები იზრდება და მილიონობით ადამიანს სახლის გათბობასა და სურსათის ყიდვას შორის არჩევანის გაკეთება უწევს. უფრო მეტიც, ამ კატეგორიაში 35 მილიონზე მეტი მოქალაქე მოხვდა. სწორედ ამ რაოდენობის ევროპელს წლევანდელ ზამთარში გათბობაზე უარის თქმა უწევს, რადგან სასწორის მეორე პინაზე საკვები დევს. ეს მაჩვენებელი უნგრეთის, საბერძნეთის, ირლანდიისა და პორტუგალიის მოსახლეობის საერთო ჯამთან არის შედარებული. ენერგეტიკული სიღარიბის ორი ძირითადი მიზეზია დაბალი შემოსავალი ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი მცირედით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, 5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 800 დოლარს გადააჭარბა. გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 822,7 აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების განცხადებით გაზზე ფასის ზრდას განაპირობებს ის დაძაბულობა, რომელიც ფიქსირდება უკრაინაში. რამოდენიმე დღის წინ ღირებულებმ 1000 დოლარსაც გადააჭარბა, თუმცა შემდეგ მკვეთრად დაიკლო ასევე, შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ...

Read More »

ევროკომისიის ხელმძღვანელი: ევროკავშირი გაუმკლავდება რუსული გაზის მიწოდების შემცირებას

რუსული გაზის მიწოდების ნაწილობრივი შეწყვეტა ევროკავშირს საფრთხეს არ უქმნის – ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ზომები. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მოდელები რუსეთის ფედერაციიდან გაზის მიწოდების ნაწილობრივი შეფერხების ან შემდგომი შემცირების შემთხვევაში, რაც ევროკავშირს აქვს, აჩვენებს, რომ თანამეგობრობა “საკმაოდ უსაფრთხო სიტუაციაშია”. გარდა ამისა, ევროკავშირმა განიხილა თხევადი და ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო გაზრდა აშშ-სთან, ყატართან, ...

Read More »

ალიევმა და სტოლტენბერგმა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

სამშაბათს, 15 თებერვალს, ნატო–ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. იენს სტოლტენბერგმა ტვიტერზე დაწერა, რომ „კარგი სატელეფონო საუბარი გამართა“ პრეზიდენტ ალიევთან. „ჩვენ რეგიონული უსაფრთხოება და უკრაინის საზღვრებთან და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის საკითხები განვიხილეთ. ასევე შევეხეთ ამ მოვლენების გავლენებს ენერგეტიკულ ბაზრებზე. მე მადლობა გადავუხადე ...

Read More »

ბაიდენმა და ჯონსონმა ევროკავშირს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდეს

დასავლელი მოკავშირეები უნდა დარჩნენ ერთიანი რუსული საფრთხის წინაშე, მათ შორის სანქციების მნიშვნელოვანი პაკეტის დაწესება რუსული აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სატელეფონო საუბრისას გაცხადდა. უკრაინაში ესკალაციის თემა ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი იყო . მათ აღნიშნეს, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების “ფანჯარა” ჯერ კიდევ არსებობს. ამავდროულად, ბაიდენმა და ჯონსონმა ხაზგასმით ...

Read More »

ქვანახშირის მოპოვების სამუშაოების გაგრძელების გამო, ევროპული კომისია ევროკავშირის დაფინანსებიდან თანხებს დაუკავებს პოლონეთს

ევროპულმა კომისიამ პოლონეთს აცნობა, რომ ევროკავშირის რეგულარული დაფინანსებიდან დაუკავებს ფულად სახსრებს, რათა დაიფაროს პოლონეთისთვის ევროსასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმები, რომელიც ამ ქვეყანამ არ გადაიხადა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. როგორც მედია აღნიშნავს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული კომისია უჩერებს დახმარების გაცემას წევრ სახელმწიფოს, რადგანაც ის არ ემორჩილება ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას. შარშან, სექტემბერში სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლონეთს ყოველდღიურად 500 ათასი ევროს ჯარიმის ...

Read More »

ევროპაში ჰიბრიდულმა მანქანებმა გაყიდვებით დიზელზე მომუშავე ავტომობილებს პირველად გადაასწრო

ჰიბრიდულმა მანქანებმა, რომლებიც ერთდროულად შიდაწვისა და ელექტრონულ ძრავაზე მუშაობენ, გაყიდვებით დიზელზე მომუშავე ავტომობილებს ევროპაში პირველად გადაასწრო. 2021 წლის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით, 48 მანქანით მეტი ჰიბრიდი გაიყიდა. ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, გაყიდული 11 მანქანიდან ერთი ელექტრობატარეით იყო აღჭურვილი. ჯამში თითქმის 880 ათასი ავტომობილი გაიყიდა. თვითდამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვები კი, რომლებიც შიდაწვის ძრავით დამუხტულ ბატარეაზე მუშაობს და მხოლოდ მცირე მანძილის დაფარვას ახერხებს ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

ნატო ესპანეთ-გერმანიის გაზსადენის მშენებლობის გეგმას განიხილავს

ევროპის ცენტრში გაზის ტრანსპორტირების მიზნით საფრანგეთთან ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირის შექმნის გეგმა მუშავდება, – წერს La Vanguardia გამოცემის თქმით, გენერალ შარლ დე გოლის ალჟირული გაზის რეინის აუზის ქარხნებამდე მიტანის ახლებურად გააზრებული პროექტი, ალჟირის გაზთან ერთად ესპანეთსა და პორტუგალიაში არსებულ რვა სადგურში სხვადასხვა ქვეყნიდან ტრანსპორტირებული თხევადი გაზის შენახვა-რეგაზიფიკაციას და შემდეგ გერმანიამდე გადატანას ითვალისწინებს. წინა კვირაში ევროკომისიის მიერ ბირთვული საწვავის და ბუნებრივი აირის ...

Read More »
ბლინკენი

ენტონი ბლინკენი – აშშ და ევროკავშირი პირობას დებენ, რომ იმუშავებენ შესაბამისად, რათა უზრუნველყონ ევროგაერთიანებისთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდება

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი პირობას დებენ, რომ იმუშავებენ შესაბამისად, რათა უზრუნველყონ ევროგაერთიანებისთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდება იმ ფონზე, როდესაც ევროპისთვის გაზის უდიდესი მიმწოდებელი, რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების თავმოყრას აგრძელებს, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ჟოზეფ ბორელთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რათა ენერგომომარაგება ...

Read More »