ევროპის ცენტრში გაზის ტრანსპორტირების მიზნით საფრანგეთთან ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირის შექმნის გეგმა მუშავდება, – წერს La Vanguardia
გამოცემის თქმით, გენერალ შარლ დე გოლის ალჟირული გაზის რეინის აუზის ქარხნებამდე მიტანის ახლებურად გააზრებული პროექტი, ალჟირის გაზთან ერთად ესპანეთსა და პორტუგალიაში არსებულ რვა სადგურში სხვადასხვა ქვეყნიდან ტრანსპორტირებული თხევადი გაზის შენახვა-რეგაზიფიკაციას და შემდეგ გერმანიამდე გადატანას ითვალისწინებს.
წინა კვირაში ევროკომისიის მიერ ბირთვული საწვავის და ბუნებრივი აირის მწვანე ენერგიის გარდამავალ წყაროებად აიარების შემდეგ, რაც ატომურ ელექტროსადგურებში ინვესტიციების ჩადებას 2045 წლამდე, ხოლო გაზის ელექტროსადგურებში 2030 წლამდე უნთწბს მწვანე შუქს, რუსულ გაზზე 50%-ით დამოკიდებული გერმანია პროექტისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს.
La Vanguardia წერს, რომ განიხილება აგრეთვე სამი წლის წინ ესპანელი და ფრანგი მარეგულირებლების მიე რენტაბელობის მხრივ საეჭვოდ მიჩნეული, საორიენტაციოდ, 400 მილიონი ევროს ღირებულების გაზსადენ „მისკატის” მშენებლობის ვარიანტი.