Tag Archives: #ენერგოეფექტურობა

„ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამახვანჰესი, რომელთა აშენება ჩვენს ენერგოსისტემას წელში გამართავს“

„ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამახვანჰესი, რომელთა აშენება ჩვენს ენერგოსისტემას წელში გამართავს“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. „აუცილებელია რამდენიმე მსხვილი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომელიც წყალს ინახავს. წყალი არის უძვირფასესი რესურსი და ახლა, გლობალური დათბობის პირობებში კიდევ უფრო ძვირფასი რესურსი ხდება – დნება მყინვარები. მით უფრო უნდა შევინახოთ ...

Read More »

ელექტრომანქანები უფრო მეტ წიაღისეულ საწვავს მოიხმარენ, ვიდრე ჩვეულებრივი მანქანები?

ელექტრომანქანები ხშირად წარმოდგენილია როგორც “არაბინძურებელი” ან “ნულოვანი ემისიის მქონე” მანქანებად. მაგრამ ისინი შეიძლება სულაც არ იყვნენ შიგაწვის ძრავიან მანქანებზე ნაკლებად დამაბინძურებლები! გარემოზე მათი ზემოქმედების შესაფასებლად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: როგორ გენერირდება ელექტრომობილებისთვის საჭირო ელექტროენერგია? მართალია ელექტრომობილები უშუალოდ არ აბინძურებენ გამონაბოლქვით გარემოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ხშირად გარემოსთვის არც თუ ისე უსაფრთხო გზებით გენერირდება: მსოფლიოში ელექტროენერგიის ...

Read More »
ენერგია და მისი გამომუშავების ალტერნატიული მეთოდები

მსოფლიოში რამდენი ქალაქი მოიხმარს მხოლოდ განახლებად ენერგიას?

2020 წელს 1 მილიარდმა ადამიანმა, ანუ მსოფლიოს ურბანული მოსახლეობის 25% -მა გამოიყენა განახლებადი ენერგია. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიები ენერგიის მთავარი წყაროა მსოფლიოს 1,300 ქალაქში: ”გასულ წელს 1300-ზე მეტი ქალაქის მმართველებმა განახლებად ენერგიებზე სრულად გადასვლა მთავარ მიზნად დაასახელეს. მათგან 260-ზე მეტმა აღნიშნული წარმატებით შეასრულა 2020 წელს. ზოგადად, 72 ქვეყნის 830 ქალაქის ხელმძღვანელობამ ...

Read More »

Tesla-მ შესაძლებელია ელექტრომობილების ბაზრის დომინანტის როლი დაკარგოს

Tesla, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დომინირებდა ელექტრომობილების ბაზარზე, პოზიციების დაკარგვას იწყებს. მსხვილი საავტომობილო მწარმოებლები, რომლებმაც თავის დროზე სათანადოდ ვერ შეაფასეს აღნიშული ბაზრის შესაძლებლობები და რამდენიმე წელი დაკარგეს, გონს მოეგნენ და აქტიურად იწყებენ შეტევას. The Wall Street Journal–ის თანახმად, ბაზრის უახლესი მონაცემების მიხედვით, აშშ–ში Ford Motor Co. დაიკავებს Tesla–ს ბაზრის წილს. კორპორაციამ ცოტა ხნის წინ გამოუშვა პირველი ელექტრომანქანა Mustang Mach-E. ევროპაში, ...

Read More »

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელის პროექტი და პერსპექტივა საქართველოსთვის

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელის პროექტის განხორციელება დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა. ამჯერად ის ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე განიხილეს, რომელსაც ბრიუსელში რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. საუბარია „საქართველოს ელექტროსისტემის“ პროექტზე, რომლის მიხედვით, შავი ზღვის ფსკერზე გამავალმა 1200 კილომეტრიანმა კაბელმა ერთმანეთთან ჩვენი ქვეყნისა და რუმინეთის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. არსებული ტექნიკური კვლევის თანახმად, ეს 1000 მეგავატამდე გამტარუნარიანი 500 ...

Read More »

მსოფლიო ელექტრომობილებზე მასობრივ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

გასული წლის განმავლობაში, მსოფლიოში ელექტრომობილების გაყიდვები 43% -ით გაიზარდა. შიგა წვის ძრავის მანქანებთან საფასო პარიტეტი 2023–2025 წლებისთვისაა მოსალოდნელი. ელექტრომობილების მფლობელების ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, მათ 91%-ს არ სურს შიგა წვის ძრავის მქონე მანქანებზე დაბრუნება. ყველაზე შთამბეჭდავი მაჩვენებელი ნორვეგიას აქვს: ელექტრომობილების წილმა ქვეყანაში გასულ წელს გაყიდული ყველა მანქანიდან 54% შეადგინა. მაშინ როდესაც, გერმანიაში ელექტრომობილების წილმა (ჰიბრიდების ჩათვლით) 2020 წლის ბოლოს მხოლოდ 25% ...

Read More »

თუ Tesla ელექტრომობილების Apple-ია, Volkswagen-ს შეუძლია იყოს Samsung

”ნება მომეცით დავიწყო ცხადიდან: ელექტრონულმა მობილობამ რბოლაში გაიმარჯვა” – ამბობს Volkswagen- ის აღმასრულებელი დირექტორი ჰერბერტ დისი. ”ეს არის ერთადერთი გზა გამონაბოლქვის შესამცირებლად.” დისი ამ სიტყვით VW- ის ღონისძიებაზე გამოვიდა, რომელსაც “Power Day” ეწოდა. კომპანიამ ღონისძიებაზე დიადი გეგმების შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად გეგმავს Tesla-ს აჯობოს და ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი გახდეს მსოფლიოში. ნაცვლად მანქანების, დიზაინის ან მომხმარებლისთვის საინტერესო სხვა მახასიათებლების შესახებ მსჯელობისა, ...

Read More »
ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

მწვანე ენერგიაში 131 ტრილიონი დოლარის ინვესტირება განხორციელდება

2050 წლისთვის სუფთა ენერგეტიკაში ინვესტიციების საერთო რაოდენობა 131 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ სფეროში ჩადებული თანხების ოდენობა 30%-ით მოიმატებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.  ენერგიის განახლებადი წყაროების სააგენტოს ინფორმაციით, ეს აუცილებელია კლიმატის ცვლილების თავიდან ასაცილებლად, რასაც, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ანგარიშის სახელწოდებაა „1,5 გრადუსი ცელსიუსით“. ანუ ტემპერატურა ამ დროისთვის მაქსიმუმ 1,5 გრადუსით უნდა გაიზარდოს, რისთვისაც მოპოვებული საწვავის ოდენობა 2050 წლისთვის 75%-ით უნდა შემცირდეს. ანგარიშში ...

Read More »

,,დამოუკიდებელ ქვეყანას ფუნქციონირებადი ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობაც ისევ სჭირდება, როგორც შეიარაღებული ძალები”

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ჰესების მშენებლობის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას ეხმიანება და აცხადებს, რომ დამოუკიდებელ ქვეყანას ფუნქციონირებადი ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობაც ისევ სჭირდება, როგორც შეიარაღებული ძალები. “ვინც ჰესების საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობს, მათი გულწრფელობის, პატრიოტიზმის, თავდადების მჯერა, მაგრამ ეკონომიკაში და ენერგეტიკაში უფრო საფუძვლიანი ჩახედვაა საჭირო. დამოუკიდებელ ქვეყანას ფუნქციონირებადი ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობაც ისევ სჭირდება, როგორც შეიარაღებული ძალები. არაპროფესიონალიზმი და პოპულიზმი ძირს იმას უთხრის, რის დაცვასაც ...

Read More »

ევროკავშირი ბუნებრივი აირიდან წყალბადზე სრულად გადასვლას გეგმავს

ევროკავშირში წყალბადის მიწოდების სისტემის განვითარებას მომდევნო ათწლეულში 65 მილიარდი ევროს ინვესტიცია დასჭირდება, ამის შესახებ ევროპის ენერგეტიკის კომისარმა კადრი სიმსონმა განაცხადა. ”ამჟამინდელი შეფასებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 65 მილიარდი ევროს ინვესტიცია იქნება საჭირო მომხმარებლებისთვის წყალბადის მიწოდების უზრუნველსაყოფად”, – თქვა მან. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია წყალბადის ტრანსპორტირებაზე, განაწილებასა და შენახვაზე, ასევე წყალბადის გასამართ სადგურებზე. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში წყალბადის მიწოდების ქსელისთვის მეტწილად გამოიყენებენ ბუნებრივი აირისთვის ...

Read More »