ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

მწვანე ენერგიაში 131 ტრილიონი დოლარის ინვესტირება განხორციელდება

2050 წლისთვის სუფთა ენერგეტიკაში ინვესტიციების საერთო რაოდენობა 131 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ სფეროში ჩადებული თანხების ოდენობა 30%-ით მოიმატებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ენერგიის განახლებადი წყაროების სააგენტოს ინფორმაციით, ეს აუცილებელია კლიმატის ცვლილების თავიდან ასაცილებლად, რასაც, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

ანგარიშის სახელწოდებაა „1,5 გრადუსი ცელსიუსით“. ანუ ტემპერატურა ამ დროისთვის მაქსიმუმ 1,5 გრადუსით უნდა გაიზარდოს, რისთვისაც მოპოვებული საწვავის ოდენობა 2050 წლისთვის 75%-ით უნდა შემცირდეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2050-იან წლებში ენერგიის განახლებადი წყაროები მინიმუმ ათჯერ უნდა გაიზარდოს, რაც ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის 30-ჯერ ზრდას გამოიწვევს.

პროექტის მიხედვით, იგეგმება ე.წ. მწვანე წყალბადის წარმოების გაზრდა, რომელიც ნახშირბადს არ შეიცავს და რომლის წარმოება ელექტროლიზის გზით მზის და ქარის ენერგიით მოხდება, ანუ წყლისგან წყალბადის და ჟანგბადის წარმოება მოხდება.

ამისათვის კი ელექტროლიზერების მსოფლიო სიმძლავრე 0,3 გიგავატიდან 5000 გიგავატამდე უნდა გაიზარდოს.

Leave a Reply