”ნება მომეცით დავიწყო ცხადიდან: ელექტრონულმა მობილობამ რბოლაში გაიმარჯვა” – ამბობს Volkswagen- ის აღმასრულებელი დირექტორი ჰერბერტ დისი. ”ეს არის ერთადერთი გზა გამონაბოლქვის შესამცირებლად.”
დისი ამ სიტყვით VW- ის ღონისძიებაზე გამოვიდა, რომელსაც “Power Day” ეწოდა. კომპანიამ ღონისძიებაზე დიადი გეგმების შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად გეგმავს Tesla-ს აჯობოს და ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი გახდეს მსოფლიოში.
ნაცვლად მანქანების, დიზაინის ან მომხმარებლისთვის საინტერესო სხვა მახასიათებლების შესახებ მსჯელობისა, პრეზენტაციაზე დროის უდიდესი ნაწილი დაეთმო იმის განხილვას, რაც ელექტრომობილების შიგნით თავსდება: ლითიუმ – იონის ბატარეას. ამას ცალსახა მიზეზი აქვს – ელემენტი ელექტრომობილის ღირებულების 30% -ზე მეტს შეადგენს.
ყველა საავტომობილო კომპანია ცდილობს გადავიდეს ელექტრომობილების წარმოებაზე, თუმცა ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ აკუმულატორების იაფ ფასად მიღება, არამედ საკმარისი მარაგების მოპოვებაც.
ეს ცლილება იაფი არ დაჯდება. მაგალითად VW-ს 2030 წლისთვის ევროპაში აკუმულატორების ექვსი ქარხნის აშენება დასჭირდება, რაც BloombergNEF– ის შეფასებით, დაახლოებით 29 მილიარდი დოლარი დაჯდება. ამბიციური გეგმების განსაორციელებლად, კომპანია ასევე გეგმავს ბატარეის დიზაინის და ძვირფასი ლითონების გადამუშავების მიმართულებაში ინვესტირებას. როგორც ჩანს, კომპანიის ინვესტორებს ეს გეგმა მოსწონთ, რადგან ორშაბათს VW- ს აქციები 3.6% -ით, სამშაბათს დილით კი კიდევ 29%-ით გაიზარდა.
და მაინც, მსოფლიოს უმსხვილეს ავტომწარმოებელს ელონ მასკის დამარცხება გაუჭირდება. Robert W. Baird-ის ანალიტიკოსი, ბენ კალო მოხსენებაში წერს, რომ ”Tesla, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ელექტრომობილების ბაზრის ლიდერობას.” საგულისხმოა, რომ კალო VW-ს არაერთ საათიანი პრეზენტაციიდან ისე წავიდა, რომ Model 3-ის მწარმოებლის ბატარეის უპირატესობაზე აზრი არ შეუცვლია.
Carnegie Mellon University-ის ასოცირებული პროფესორი და ელექტრო ტრანსპორტის ექსპერტი, ვენკატ ვისვანატანი, ასევე ფიქრობს, რომ Tesla-ს როგორც ელექტროძრავები, ისე აკუმულატორები, ბაზარზე არსებულ კონკურენციას ოთხი ან ხუთი წლით წინ უსწრებს.
სინამდვილეში, კალო VW-ს ამბიციებს მაღალ შეფასებებს უწერს – ის უბრალოდ არ არის დარწმუნებული, რომ მასკი დომინაციას დათმობს.
“ჩვენ ვხედავთ Volkswagen- ს, როგორც პოტენციურ ლიდერს EV ბაზრზე, მაგრამ არა Tesla-ს შემცვლელს” – წერს კალო და დასძენს, რომ ამ ბაზარზე “EV ეკოსისტემა Tesla-ს მიღმაც გაჩნდება, ისევე როგორც სმარტფონებში გაჩნდა ეკოსისტემა (Android) Apple-ს მიღმა.”
Apple–მა შექმნა ეკოსისტემა, რომელიც ტექნიკურ ინოვაციებს, და პროგრამული უზრუნველყოფას, როგორიცაა iOS ოპერაციული სისტემა და App Store, აერთიანებს. ამან შეიძლება, თავის დროზე, ბევრი მომხმარებელი გააღიზიანა, მაგრამ Apple-მა შეინარჩუნა საკუთარი დამტენი კაბელიც.
Tesla–მ საკუთარი აკუმულატორის, ელექტროძრავების და მძღოლის დახმარების სისტემის შემუშავებით ანალოგიური პრეცენდენტი შექმნა ელექტრო ტრანსპორტის ბაზარზე. მან ასევე შექმნა სუპერ დამუხტვის ქსელი, რომელსაც სხვა მანქანები ვერ გამოიყენებენ (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით).
Apple-ის არსებობის მიუხედავად, Google- ის Android-ის ოპერაციულმა სისტემამ და Samsung- მა შეძლეს გლობალური სმარტფონების ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავება. თუმცა, Apple მაინც დარჩა მსოფლიოში ყველაზე ღირებულ კომპანიად დომინანტი ბრენდისა და ეკოსისტემის წყალობით, რომლებშიც მომხმარებლები მზად არიან მეტი გადაიხადონ.
დასკვნა, რომელსაც კალომ ორშაბათს მიაღწია, მსგავსია UBS AG– ის ანალიტიკოსის, პატრიკ ჰუმელის დასკვნის მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა VW–ს ID.3-ის განხილვა დაასრულა და თქვა, რომ: ”VW შეიძლება იყოს ელექტროტრანსპორტის სამყაროს Samsung, მაგრამ არა Apple.”
ისევე, როგორც Samsung-ს აქვს უპირატესობა სმარტფონის საუკეთესო ეკრანით, არსებობს სივრცე, სადაც VW-მ შეიძლება Tesla-ს აჯობოს. გერმანულმა ავტომწარმოებელმა დიდი ფსონი დადო შემდეგი თაობის ლითიუმ-იონის ბატარეებზე.
2012 წელს VW– მ ინვესტიცია ჩადო Silicon Valley– ის სტარტაპში QuantumScape, რომელიც ნახევარგამტარ ბატარეებს ქმნის. ეს ბატარეები, დაპირების თანახმად, 50%-ით გაზრდის მართვის სპექტრს, ხოლო დამუხტვის დროს 15 წუთამდე შეამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ QuantumScape– ის აკუმულატორი 2025 წლამდე მანქანაში ვერ განთავსდება, კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 23 მილიარდი დოლარია – VW-ს ღირებულების დაახლოებით მეექვსედი.
აქვე აღსანიშნავია, რომ მართალია, Tesla მუდმივად მუშაობს აკუმულატორების გაუმჯობესებაზე, მას ნახევარგამტარიანი ელემენტების შექმნის შესახებ ამ დრომდე არაფერი უთქვამს.
წყარო: “ბიზნესფორმულა”