ევროკავშირი ბუნებრივი აირიდან წყალბადზე სრულად გადასვლას გეგმავს

ევროკავშირში წყალბადის მიწოდების სისტემის განვითარებას მომდევნო ათწლეულში 65 მილიარდი ევროს ინვესტიცია დასჭირდება, ამის შესახებ ევროპის ენერგეტიკის კომისარმა კადრი სიმსონმა განაცხადა.

”ამჟამინდელი შეფასებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 65 მილიარდი ევროს ინვესტიცია იქნება საჭირო მომხმარებლებისთვის წყალბადის მიწოდების უზრუნველსაყოფად”, – თქვა მან.

აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია წყალბადის ტრანსპორტირებაზე, განაწილებასა და შენახვაზე, ასევე წყალბადის გასამართ სადგურებზე.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში წყალბადის მიწოდების ქსელისთვის მეტწილად გამოიყენებენ ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილ აქტივებს (მაგ: გაზსადენებს), “თუმცა, ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებაც იქნება აუცილებელი” – აცხადებს სიმსონი.

კადრი სიმსონ

მისი სიტყვებით, განახლებადი წყალბადის წარმოება, რომელიც ძირითადად მოხდება ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებით, ევროკომისიის მთავარი პრიორიტეტია.

აქვე შეგახსენებთ, რომ მომავალში, ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების გარეშე, აზერბაიჯანიდან ევროპამდე ტრანსანატოლიურმა მილსადენმაც (TANAP), შესაძლოა,  ევროპაში წყალბადის ტრანსპორტირება დაიწყოს.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply