Tag Archives: #რუსეთი

ორიხივში დაბომბვას ელექტროქსელის თანამშრომლები ემსხვერპლნენ

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორიხივში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული განმეორებითი დაბომბვის შედეგად, რაიონული ელექტროქსელის ორი თანამშრომელი დაიღუპა, ორი კი – დაშავდა. ისინი ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაზე მუშაობდნენ. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი ავრცელებს. „შემაშფოთებელი ამბები ქალაქ ორიხივიდან. რაიონული ელექტრო ქსელის ორი თანამშრომელი, დიმიტრი სტარიჩენკო და რომან მელნიკი დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენის დროს, მტრის მიერ განმეორებითი დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. მაქსიმ იურჩენკო ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი პარტნიორებს მოუწოდებს, კიევს ენერგოინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარონ

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ განაცხადა, რომ 10 ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30% რუსული რაკეტების სამიზნე გახდა. მინისტრმა CNN-ს განუცხადა, რომ ეს იყო „პირველი შემთხვევა ომის დაწყებიდან”, როდესაც „რუსეთი განსაკუთრებით მიზნად ისახავს” ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინის ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში, „ეხმარება ევროპის ქვეყნებს, დაზოგონ რუსული გაზი და ნახშირი“ და რომ უკრაინა ცდილობს, „სწრაფად ...

Read More »

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის „სამხედრო და ენერგეტიკული სისტემის ობიექტებზე დარტყმების მიზანი მიღწეულია“

უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკული სისტემის ობიექტებზე დარტყმების მიზანი მიღწეულია, ყველა განსაზღვრული ობიექტი დაბომბილია, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დღეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს მასობრივი დარტყმა შორი მანძილის მაღალი სიზუსტის საჰაერო და საზღვაო იარაღით სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ობიექტებზე და უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე. ყველა განსაზღვრული ობიექტი დაიბომბა“, – აღნიშნულია განცხადებაში. პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30%-ია დაზიანებული

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30%-ია დაზიანებული. ამის შესახებ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა. გერმან გალუშენკოს თქმით, ომის დაწყებიდან პირველად, ოკუპანტების სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. მინისტრი მიზეზად იმასაც მიიჩნევს, რომ უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპულ ქვეყნებს რუსული გაზისა და ქვანახშირის დაზოგვაში ეხმარება. გალუშენკოს თქმით, რომ უკრაინის ენერგოსისტემა ჯერ კიდევ სტაბილურია, თუმცა ინფრასტრუქტურის დაცვისთვის, დასავლეთს უკრაინა საჰაერო ...

Read More »

რუსეთმა ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა

რუსეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, რუსეთი რვა კვირაში თითქმის მთლიანად დაკარგავს ამ ბაზარს და უახლესი სანქციები, ნაკადების სხვა ქვეყნებში გადამისამართებას მნიშვნელოვნად გაართულებს. 7 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდება დღეში საშუალოდ 630 000 ბარელს შეადგენდა  რაც შეჭრამდე 1,62 მილიონი ბარელი იყო.

Read More »

რუსებმა ლვოვის ენერგეტიკულ ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. როგორც საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცეკმა განაცხადა, აგრესორებმა დღეს დილით ენერგეტიკული ობიექტები დაბომბეს: “წინასწარი ინფორმაციით, ლვოვის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა განხორციელდა. დარჩით თავშესაფრებში! ნუ გაავრცელებთ ფოტოებს, ვიდეოებს და არასწორ ინფორმაციას”, – წერს მაქსიმ კოზიცკი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

Read More »

პუტინი უკრაინას გაზსადენი “თურქული ნაკადის” აფეთქების მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინას გაზსადენ თურქულ ნაკადზე დივერსიის მცდელობაში ადანაშაულებს. “ჩადენილია მთელი რიგი სხვა ტერაქტები და ელექტროენერგიისა და გაზის სატრანსპორტო ობიექტებზე მსგავსი დანაშაულების ჩადენის მცდელობები, მათ შორის ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემა თურქული ნაკადის აფეთქების მცდელობა. ეს ყველაფერი დამტკიცებულია ობიექტური მონაცემებით, მათ შორის ამ ტერაქტების ჩამდენი დაკავებულების ჩვენებებით”. – თქვა პუტინმა. გაზსადენი თურქული ნაკადი შავი ზღვის ფსკერზე გადის და რუსეთსა და თურქეთს აკავშირებს. ბუნებრივი აირი თურქეთიდან აღმოსავლეთ ...

Read More »

გერმანიის პოლიციამ Nord Stream-ებზე მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე დაზიანების გარემოებების გამოძიება დაიწყო. როგორც კვირას, 9 ოქტომბერს საჯარო იურიდიული მედია კომპანიები WDR და NDR, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტში გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წერილის საფუძველზე აცხადებენ, ჩამოყალიბდა კვლევითი ჯგუფი, რომელშიც გერმანიის ფედერალური პოლიციის და ბუნდესვერის თანამშრომლები არიან დაშემთხვევის გამოსაკვლევად ბალტიის ზღვაში გაემგზავრნენ. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გერმანიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელმა დიტერ რომანმა გასულ ...

Read More »

„გაზპრომმა“ უკვე დაკარგა ორი მესამედი – პუტინს სურს დამარხოს „გაზპრომი“ – რუსი ეკონომისტი

რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილეს და  რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილეს, სერგეი ალექსაშენკოს განცხადებით, ძირითად დარტყმას რუსულ გაზპრომზე თავად ვლადიმერ პუტინი ახორციელებს, – ამის შესახებ მან რადიო „მაესტროს“ განუცხადა. მისიოვე თქმით, პუტინი ბრძანებებით ზღუდავს ევროპაში რუსული გაზის გაყიდვებს. ეს  დაიწყო შარშანდელი აგვისტოდან და უკვე 12 თვეა გრძელდება, და სულ უფრო მცირე მოცულობით ყიდის გაზს  ევროპაში. “გასაგებია, რომ ეს ...

Read More »

რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში კრიპტოვალუტის ოპერაციები აეკრძალათ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მერვე პაკეტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის „საფულეების“ გამოყენება აეკრძალათ. აქამდე მათ ამ საფულეებში 10 ათას ევრომდე თანხის დაგროვების უფლება ჰქონდათ. ამის შესახებ cnews.ru იუწყება. „კრიპტოვალუტაზე აკრძალვა შეეხება ყველა ტიპის საფულეს, ელექტრონული ჩანაწერების და კრიპტოვალუტის შენახვის მომსახურებას თანხის რაოდენობის მიუხედავად“, – წერია ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. კრიპტობირჟებზე ყველა ანგარიში, ასევე, სხვა კრიპტოსერვისები მიუწვდომელი იქნება ...

Read More »