რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30%-ია დაზიანებული. ამის შესახებ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა.
გერმან გალუშენკოს თქმით, ომის დაწყებიდან პირველად, ოკუპანტების სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. მინისტრი მიზეზად იმასაც მიიჩნევს, რომ უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპულ ქვეყნებს რუსული გაზისა და ქვანახშირის დაზოგვაში ეხმარება.
გალუშენკოს თქმით, რომ უკრაინის ენერგოსისტემა ჯერ კიდევ სტაბილურია, თუმცა ინფრასტრუქტურის დაცვისთვის, დასავლეთს უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.