პუტინი უკრაინას გაზსადენი “თურქული ნაკადის” აფეთქების მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინას გაზსადენ თურქულ ნაკადზე დივერსიის მცდელობაში ადანაშაულებს.

“ჩადენილია მთელი რიგი სხვა ტერაქტები და ელექტროენერგიისა და გაზის სატრანსპორტო ობიექტებზე მსგავსი დანაშაულების ჩადენის მცდელობები, მათ შორის ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემა თურქული ნაკადის აფეთქების მცდელობა. ეს ყველაფერი დამტკიცებულია ობიექტური მონაცემებით, მათ შორის ამ ტერაქტების ჩამდენი დაკავებულების ჩვენებებით”. – თქვა პუტინმა.

გაზსადენი თურქული ნაკადი შავი ზღვის ფსკერზე გადის და რუსეთსა და თურქეთს აკავშირებს. ბუნებრივი აირი თურქეთიდან აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც გადის.

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, “ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერორისტული აქტია”.

წყარო: tabula.ge

Leave a Reply