რუსეთმა ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა

რუსეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, რუსეთი რვა კვირაში თითქმის მთლიანად დაკარგავს ამ ბაზარს და უახლესი სანქციები, ნაკადების სხვა ქვეყნებში გადამისამართებას მნიშვნელოვნად გაართულებს.

7 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდება დღეში საშუალოდ 630 000 ბარელს შეადგენდა  რაც შეჭრამდე 1,62 მილიონი ბარელი იყო.

Leave a Reply