Tag Archives: #გაზი

სანჩესი: ესპანეთს შეუძლია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების ჰაბი გახდეს

ესპანეთი მზად არის გახდეს ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების ჰაბი. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავიეცკისთან შეხვედრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს რეგაზიფიკაციის ეფექტური სისტემა. „მე მჯერა, რომ ესპანეთს აქვს შესაძლებლობა გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში რეგაზიფიკაციისა და გაზის ექსპორტის ჰაბი“, – დასძინა სანჩესმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთი შესთავაზებს ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში ორი გაზსადენის მეშვეობით პირენეების გავლით ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 4%-ით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 4%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 2 200 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი „ყველაზე ცუდისთვის“ უნდა მოემზადოს რუსეთის გაზთან დაკავშირებით

ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროპა „ყველაზე ცუდი სიტუაციისთვის“ უნდა მოემზადოს რუსეთის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. „იმის გამო, რომ რუსეთმა უკვე სრულად ან ნაწილობრივ გადაუკეტა გაზის მიწოდება 12 წევრ ქვეყანას, ყველა ჩვენგანი ყველაზე ცუდი სიტუაციისთვის უნდა მოემზადოს“ – უთხრა ფონ დერ ლაიენმა ესპანურენოვან გამოცემა Mundo-ს. რუსეთმა გაზის მიწოდება შეუჩერა ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას, მათი უარის გამო ...

Read More »

რუსული გაზი შესაძლოა დასავლური სანქციების მომდევნო პაკეტში მოხვდეს

ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა შესაძლოა სანქციების მერვე ან მეცხრე პაკეტით დაწესდეს. ამის შესახებ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა, რიინა სიკუტმა განაცხადა. “მიუხედავად იმისა, რომ რუსულ გაზზე ემბარგო არ არსებობს, ჩვენ მაინც მხარს ვუჭერთ მას. შესაძლოა, ეს იყოს სანქციების მერვე პაკეტში, ან მეცხრე პაკეტში. ომი ჯერ კიდევ გრძელდება და დაწესებული სანქციები საკმარისი არ აღმოჩნდა”, – განაცხადა მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს ...

Read More »

„მეტალ ქონსტრაქშენ ჯორჯიამ” მიწის გათხრითი სამუშაოების დროს „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი დააზიანა

შეუთანხმებელი სამუშაოების გამო ერთერთმა კომპანიამ გაზსადენი დააზიანა. გაზმომარაგება 10700 მდე აბონენტს შეუწყდება. თბილისი ენერჯისთან შეუთანხმებლად მომუშავე, შპს ,,მეტალ ქონსტრაქშენ ჯორჯია”-მ, მიწის გათხრითი სამუშაოების დროს შპს `თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი დააზიანა. ავარიის შედეგად, დღეს 23:15 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რ-ნი ორხევის დას – ახვლედიანის ქ. 2, 9, 12, 14, 16, 18, 18ა, 20, 20ა, 21, 22, 22ა, 24, მუხაძის ქ. 3, ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

უკრაინაში ომის დაწყებიდან „გაზპრომმა“, გაზის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა

2022 წლის 6 თვეში, რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ 262,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც (12%) 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25,8 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უცხოეთის ქვეყნებში ექსპორტმა 75,3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34,7%, 40 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია. ამასთან, შემცირებულია მოთხოვნა გაზსა ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

Eni 2025 წლისთვის რუსული გაზს მთლიანად ჩაანაცვლებს

იტალიურ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია Eni-ს 2025 წლისთვის შეეძლება მთლიანად ჩაანაცვლოს რუსული გაზის ის მოცულობა, რომელსაც ახლა ყიდულობს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „ინიციატივები მიზნად ისახავს 2025 წლისთვის უზრუნველყოს იტალიის ბაზარზე გაზის მიწოდება იმ მოცულობით, რომელიც ექვივალენტურია რუსეთის ფედერაციიდან ყოველწლიურად შემოტანილი 20 მილიარდი კუბური მეტრის 100%-ით“, – ნათქვამია განცხადებაში. კომპანია აკონკრეტებს, რომ გეგმავს ისტალიის და შემდეგ უკვე მთლიანად ევროპის ბუნებრივი აირის ...

Read More »

აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტი რეკორდულ დონეს აღწევს

აზერბაიჯანის მიერ სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გადატანილი გაზის დღიური მოცულობა 37 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. აღნიშNულის შესახებ EADaily იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, ძველი რეკორდი – 36 მილიონი კუბური მეტრი დღეში, მიმდინარე წლის ივლისში მოხსნა. აღსანიშნავია, რომ არსებული ტემპის შენარჩუნებით, წლიური ექსპორტი 13,5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხსენებული მოცულობა საკმარისად დიდია, მაგრამ არა საკმარისი იმისათვის, რომ შეავსოს “გაზპრომის” ...

Read More »

გერმანიას 3 თვე დარჩა გაზის კრიზისის დასაძლევად

ზამთრამდე გერმანიას 3 თვე რჩება. ექსპერტები ოლაფ შოლცის მთავრობის ქმედებებს ,,შენელებულს’’ უწოდებენ. Bloomberg წერს, რომ მათ ვერ მოახერხეს სწრაფი რეაგირება მაშინ, როდესაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეაჩერა. გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის რიგი ქალაქები მნიშვნელოვნად ამცირებენ ცხელი წყლისა და განათების მოხმარებას, რათა თავიდან აიცილონ ,,კატასტროფა’’. ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტის სასახლე ღამით აღარ არის განათებული. ქალაქ ჰანოვერში გათიშულია ცხელი წყალი აუზებსა და სპორტულ დარბაზებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამზადებენ გასათბობ თავშესაფრებს, რათა ხალხი ...

Read More »

„TANAP შეიძლება გახდეს რუსული გაზის ალტერნატივა ევროპისთვის“

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ტრანსანატოლიური გაზსადენი TANAP შეიძლება გახდეს რუსული გაზის ალტერნატივა ევროპისთვის. ამის შესახებ მან ტელეარხ A Haber-ს განუცხადა. „ორი ძირითადი ალტერნატივიდან ერთ-ერთი არის TANAP, ერთობლივი პროექტი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – განაცხადა მან. მანამდე ევროკომისიის (EC) პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთმა ნაწილობრივ შეამცირა ან მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ევროკავშირის 12 წევრ ...

Read More »