სანჩესი: ესპანეთს შეუძლია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების ჰაბი გახდეს

ესპანეთი მზად არის გახდეს ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების ჰაბი. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავიეცკისთან შეხვედრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს რეგაზიფიკაციის ეფექტური სისტემა.

„მე მჯერა, რომ ესპანეთს აქვს შესაძლებლობა გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში რეგაზიფიკაციისა და გაზის ექსპორტის ჰაბი“, – დასძინა სანჩესმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთი შესთავაზებს ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში ორი გაზსადენის მეშვეობით პირენეების გავლით და გამოიყენებს თავისი გაზის სისტემის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს ლურჯი საწვავის მოხმარების შემცირების აუცილებლობის თავიდან ასაცილებლად.

Leave a Reply