„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

Eni 2025 წლისთვის რუსული გაზს მთლიანად ჩაანაცვლებს

იტალიურ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია Eni-ს 2025 წლისთვის შეეძლება მთლიანად ჩაანაცვლოს რუსული გაზის ის მოცულობა, რომელსაც ახლა ყიდულობს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ინიციატივები მიზნად ისახავს 2025 წლისთვის უზრუნველყოს იტალიის ბაზარზე გაზის მიწოდება იმ მოცულობით, რომელიც ექვივალენტურია რუსეთის ფედერაციიდან ყოველწლიურად შემოტანილი 20 მილიარდი კუბური მეტრის 100%-ით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია აკონკრეტებს, რომ გეგმავს ისტალიის და შემდეგ უკვე მთლიანად ევროპის ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებით მომარაგებას სტრატეგიული ალიანსების გამოყენებით. კომპანიამ გააფორმა გაზის მიწოდების ახალი ხელშეკრულებები ალჟირთან, ეგვიპტესთან და კონგოსთან და შესაძლოა დამატებითი შესაძლებლობები მისცეს თავისი გლობალური გაზის პორტფელის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ლიბიაში, ანგოლაში, მოზამბიკში და ინდონეზიში.

Leave a Reply