გერმანიას 3 თვე დარჩა გაზის კრიზისის დასაძლევად

ზამთრამდე გერმანიას 3 თვე რჩება. ექსპერტები ოლაფ შოლცის მთავრობის ქმედებებს ,,შენელებულს’’ უწოდებენ.

Bloomberg წერს, რომ მათ ვერ მოახერხეს სწრაფი რეაგირება მაშინ, როდესაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეაჩერა. გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის რიგი ქალაქები მნიშვნელოვნად ამცირებენ ცხელი წყლისა და განათების მოხმარებას, რათა თავიდან აიცილონ ,,კატასტროფა’’.

ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტის სასახლე ღამით აღარ არის განათებული. ქალაქ ჰანოვერში გათიშულია ცხელი წყალი აუზებსა და სპორტულ დარბაზებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამზადებენ გასათბობ თავშესაფრებს, რათა ხალხი დაიცვან გაყინვისგან. Bloomberg-ის განცხადებით ეს მხოლოდ დასაწყისია და მოლოდინები გაცილებით რთულია. ეს კრიზისი მთელს ევროპას შეეხება, მაგრამ განსაკუთრებით გერმანიას. რადგან რეგიონის პირველი ეკონომიკა განსაკუთრებითაა დამოკიდებული რუსულ გაზზე.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply