აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტი რეკორდულ დონეს აღწევს

აზერბაიჯანის მიერ სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გადატანილი გაზის დღიური მოცულობა 37 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. აღნიშNულის შესახებ EADaily იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ძველი რეკორდი – 36 მილიონი კუბური მეტრი დღეში, მიმდინარე წლის ივლისში მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ არსებული ტემპის შენარჩუნებით, წლიური ექსპორტი 13,5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხსენებული მოცულობა საკმარისად დიდია, მაგრამ არა საკმარისი იმისათვის, რომ შეავსოს “გაზპრომის” ექსპორტის შემცირებით გამოწვეული დანაკლისი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირი აპირებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კასპიის ზღვიდან წარმოებული ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

Leave a Reply