Tag Archives: #ბირთვული

უკრაინა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი აფეთქებებს მოაწყობს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს. გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლექსი გრომოვის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ე.წ. მეორე არმიას არ გააჩნია არანაირი ჰუმანურობა, ხოლო კრემლი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები “პათოლოგიური მატყუარები არიან”, სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგე უკან დახევისას განახორციელებს ტერაქტებს საცხოვრებელი რაიონების და ...

Read More »

კიევის მოთხოვნით, IAEA იმ ადგილებს შეამოწმებს, სადაც, რუსეთის მტკიცებით, “ბინძური ბომბი” მზადდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უკრაინის ორ ბირთვულ ობიექტზე უახლოეს დღეებში ინსპექტორებს გაგზავნის, რომ, კიევის მოთხოვნით, ამ ობიექტების ინსპექტირება მოხდეს. ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ დასახლებული ობიექტები ორგანიზაციის ინსპექტირების რეჟიმის ქვეშ იმყოფება და ინსპექტორები მათ რეგულარულად ამოწმებენ, “ერთ-ერთი მათგანის ინსპექტირება ერთი თვის წინ მოხდა”. „ერთი თვის წინ IAEA-მ ...

Read More »

რეზნიკოვი: ჩვენი ენერგო ობიექტები ღიაა IAEA-სთვის

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინის ბირთვული ობიექტები ღიაა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, კერძოდ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის (IAEA). აღნიშნული განცხადებით, რეზნიკოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრალდებას გამოეხმაურა. „ბინძური ბომბის“ შესახებ ტყუილი, რომლის გამოყენებისთვისაც უკრაინა ვითომ ემზადება, კრემლის ჩვეული ტაქტიკის ელემენტია. რუსი კრიმინალები ცდილობენ, საკუთარ დანაშაულში, აგრესიის მსხვერპლი პრევენციულად დაადანაშაულონ. 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთი ღიად იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით. მათი რაკეტები საფრთხეს უქმნის უკრაინის სხვა ...

Read More »

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო აცხადებს, რომ ჰაკერებმა იერიში მიიტანეს მის სერვერზე

სააგენტოს განცხადებით, ჰაკერებმა ინფორმაციის ნაწილი ინტერნეტში გამოაქვეყნეს. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია აცხადებს, რომ უცხოეთის ქვეყნიდან ჰაკერებმა იერიში მიიტანეს მისი ერთ-ერთი დანაყოფის ელექტრონული ფოსტის სერვერზე, იუწყება სახელმწიფო მედია 23 ოქტომბერს.ირანის ჰაკერთა ჯგუფმა, Black Reward-მა, სოციალური მედიით განაცხადა, რომ გატეხა ირანის ბირთვული ენერგიის წარმოებისა და განვითარების კომპანიის იმეილის შიდა სისტემა. ჯგუფმა მხარდაჭერა გამოუცხადა ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, ...

Read More »

“ენერგოატომი”: “რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს”

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული “ენერგოატომი” ავრცელებს. მისი ცნობით, რუსებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს სადგურის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი ოლეგ კოსტიუკოვი და გენერალური დირექტორის თანაშემწე ოლეგ ოშეკი. სად იმყოფებიან გატაცებულები ამ დროისთვის უცნობია. გუშინ ზაპოროჟიეს ატამურ ელექტროსადგურში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ენერგოდარშია განლაგებული, სროლის შემდეგ ელექტრომომარაგება გაითიშა.

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

„მწვანეებმა“ გერმანიაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურების მუშაობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს

გერმანულმა „მწვანეთა“ პარტიამ მხარი დაუჭირა გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედი ატომური ელექტროსადგურების მუშაობის გახანგრძლივებას 2023 წლის აპრილამდე. მათ მხარი დაუჭირეს გერმანიის ვიცე-კანცლერის და ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის წინადადებას. ბონში გამართულ პარტიულ ყრილობაზე „მწვანეებმა“ უმრავლესობით დაუჭირეს მხარი, რომ გერმანიის სამხრეთში მდებარე აეს-ები – Isar 2 და Neckarwestheim 2 – რეზერვში უნდა დარჩეს მომავალი წლის 15 აპრილამდე და საჭიროების შემთხვევაში უნდა ...

Read More »

პოდოლიაკი: რუსეთს სურს ზაპოროჟიეს ქალაქ ენერგოდარის დაპყრობა, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს

რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები აღარ სჭირდება, რუსეთს სურს ზაპოროჟიეს ქალაქ ენერგოდარის დაპყრობა, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა. “მათ სურთ წაიღონ მხოლოდ პატარა ნაჭერი, სახელწოდებით ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილი, სადაც მდებარეობს ქალაქი ენერგოდარი, რათა წაგვართვან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ეს მათი ერთადერთი სურვილია დღეს”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის დამცავი ზონის შექმნაზე პროგრესი მიღწეულია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი უკრაინასა და რუსეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურისთვის დამცავი ზონის შექმნასთან დაკავშირებით პროგრესია მიღწეული. ამის შესახებ რაფაელ გროსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩავედი პოლონეთში ღამის მატარებლით უკრაინიდან, რუსეთთან და უკრაინასთან კონსულტაციების ინტენსიური კვირის შემდეგ. ვუახლოვდებით ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურისთვის დამცავი ზონის შექმნას – სიტუაცია სადგურზე მიუღებელია და ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი ...

Read More »

IAEA: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარე ქსელიდან გაითიშა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე კვების ქსელიდან გათიშვის გამო, შეშფოთებულია. „დღეს დილით, ჩვენმა გუნდმა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე იმყოფება, მაცნობა, რომ ატომური ელექტროსადგური გარე კვების ქსელიდან 5 დღეში მეორედ გაითიშა. სარეზერვო დიზელ-გენერატორები, ამ დროისთვის ელექტროსადგურის ატომური და ფიზიკური უსაფრთხოების ფუნქციას, ელექტროენერგიის მიწოდების შედეგად უზრუნველყოფენ“, – დაწერა გროსმა Twitter-ზე. IAEA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის გარე ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება შემაშფოთებელია – პუტინი IAEA-ს ხელმძღვანელს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის სანქტ-პეტერბურგში შეხვედრისას უთხრა, რომ უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება შემაშფოთებელია და დასძინა, რომ მოსკოვი დიალოგისთვის “ღიაა”. “ჩვენ ვხედავთ ზედმეტად სახიფათო პოლიტიზაციის ელემენტებს ბირთვულ აქტივობასთან დაკავშირებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენი ძალისხმევით შევძლებთ შევამციროთ ყველა ეს რიტორიკა და ჩვენი თანამშრომლობის ამ სფეროს ნორმალიზება მოხდეს, მიუხედავად ტურბულენტობისა და ყველა რთული პროცესისა, ...

Read More »