“ენერგოატომი”: “რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს”

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული “ენერგოატომი” ავრცელებს.

მისი ცნობით, რუსებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს სადგურის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი ოლეგ კოსტიუკოვი და გენერალური დირექტორის თანაშემწე ოლეგ ოშეკი.

სად იმყოფებიან გატაცებულები ამ დროისთვის უცნობია.

გუშინ ზაპოროჟიეს ატამურ ელექტროსადგურში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ენერგოდარშია განლაგებული, სროლის შემდეგ ელექტრომომარაგება გაითიშა.

Leave a Reply