რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის სანქტ-პეტერბურგში შეხვედრისას უთხრა, რომ უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება შემაშფოთებელია და დასძინა, რომ მოსკოვი დიალოგისთვის “ღიაა”.
“ჩვენ ვხედავთ ზედმეტად სახიფათო პოლიტიზაციის ელემენტებს ბირთვულ აქტივობასთან დაკავშირებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენი ძალისხმევით შევძლებთ შევამციროთ ყველა ეს რიტორიკა და ჩვენი თანამშრომლობის ამ სფეროს ნორმალიზება მოხდეს, მიუხედავად ტურბულენტობისა და ყველა რთული პროცესისა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს”. – თქვა პუტინმა სანქტ-პეტერბურგში გროსისთან შეხვედრის წინ.
პუტინის თქმით, რუსეთი “მოხარულია” განიხილოს ორმხრივი ინტერესის ყველა საკითხი, რომელმაც შეიძლება ვინმეს შეშფოთება გამოიწვიოს.
“რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ღია ვართ ამ დიალოგისთვის”. – თქვა პუტინმა.
წყარო: tabula.ge