პოდოლიაკი: რუსეთს სურს ზაპოროჟიეს ქალაქ ენერგოდარის დაპყრობა, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს

რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები აღარ სჭირდება, რუსეთს სურს ზაპოროჟიეს ქალაქ ენერგოდარის დაპყრობა, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

“მათ სურთ წაიღონ მხოლოდ პატარა ნაჭერი, სახელწოდებით ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილი, სადაც მდებარეობს ქალაქი ენერგოდარი, რათა წაგვართვან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ეს მათი ერთადერთი სურვილია დღეს”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

Leave a Reply