რეზნიკოვი: ჩვენი ენერგო ობიექტები ღიაა IAEA-სთვის

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინის ბირთვული ობიექტები ღიაა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, კერძოდ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის (IAEA). აღნიშნული განცხადებით, რეზნიკოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრალდებას გამოეხმაურა.

„ბინძური ბომბის“ შესახებ ტყუილი, რომლის გამოყენებისთვისაც უკრაინა ვითომ ემზადება, კრემლის ჩვეული ტაქტიკის ელემენტია. რუსი კრიმინალები ცდილობენ, საკუთარ დანაშაულში, აგრესიის მსხვერპლი პრევენციულად დაადანაშაულონ. 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთი ღიად იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით. მათი რაკეტები საფრთხეს უქმნის უკრაინის სხვა ბირთვულ ობიექტებს. მოსკოვისგან განსხვავებით, უკრაინა ყოველთვის უკიდურესი პასუხისმგებლობით უდგებოდა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებს. დღესაც კი, უკრაინის ბირთვული ობიექტები ღიაა IAEA-სთვის. იოლია იმაში დარწმუნება, რომ რუსული განცხადებები სისულელეა“, – აღნიშნავს რეზნიკოვი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის მზადებაში დაადანაშაულა.

Leave a Reply