Tag Archives: #რუსეთი

კანცლერი, კრემლი და გაზი – მერკელის გზავნილები მოსკოვიდან და კიევიდან

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ ბუნებრივი აირი გეოპოლიტიკურ იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული. ამის შესახებ მერკელმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა რუსეთთან გაზის იმ სატრანზიტო შეთანხმების მიმართ, რომელსაც ვადა 2024 წელს გასდის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ბუნდოვანია და მას სურს ზუსტად იცოდეს, რას მიიღებს უკრაინა მას შემდეგ, რაც შეთანხმებას ვადა ამოეწურება. ...

Read More »

გერმანულ წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილების ჩაწყობა 12 სექტემბერს დასრულდება

ხომალდ „ფორტუნას“ მიერ გერმანიის ტერიტორიულ წყლებში მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილების ჩადება 12 სექტემბერს მოხდება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg გერმანიის საზღვაო უწყებაზე დაყრდნობით წერს. პორტალ Marine Traffic-ის მონაცემებით, მილის ჩამდები ხომალდი „ფორტუნა“, რომელიც მანამდე დანიის წყლებში მუშაობდა, ახლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წყლებშია. ამ მომენტისთის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დასრულებულია 99%-ით. ივლისის ბოლოს ითქვა, რომ „ფორტუნა“ მილის ჩაწყობის საბოლოო ეტაპზე მუშაობდა. აშშ-მ ...

Read More »

რუსეთთან “ბუშერის” ატომური ელექტროსადგურის დავალიანებას ირანი კვლავაც ვერ ფარავს

“ბუშერის” ბირთვული ელექტროსადგურისთვის რუსეთისადმი ირანის ვალის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, განაცხადა ირანში რუსეთის ელჩმა ლევონ ძაგარიანმა. “სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა “ბუშერის” ბირთვული ელექტროსადგურისთვის ირანის დავალიანების საკითხის გადაწყვეტა” – ციტირებს მას “რია ნოვოსტი”. დიპლომატმა განმარტა, რომ თეირანის განცხადებით, ამერიკის სანქციების გამო, ირანის ხელისუფლებას არ აქვს წვდომა უცხოურ ბანკებში, პირველ რიგში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში არსებული ანგარიშების თანხებზე. ამავე დროს, მან ...

Read More »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში ჩართულ გემსა და ორ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში ჩართულ გემსა და ორ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს ანგარიში წარუდგინა, რომელშიც მოცემულია ერთი რუსული გემი და ორი რუსი ფიზიკური პირი, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ ევროპის ენერგოუსაფრთხოების დაცვის კანონის შესაბამისად. „მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია კვლავაც ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს, მათ შორის სანქციების მეშვეობით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი მზადაა, გააგრძელოს გაზის ტრანზიტი უკრაინაში 2024 წლის შემდეგაც, ეს დამოკიდებული იქნება ევროპის საჭიროებებზე

რუსეთი მზადაა, გააგრძელოს გაზის ტრანზიტი უკრაინაში 2024 წლის შემდეგაც, მაგრამ უნდა გავიგო რამდენს იყიდიან ისინი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრისას განაცხადა. პუტინის თქმით, მან მერკელი დაარწმუნა, რომ რუსეთი სრულად შეასრულებს შეთანხმებებს უკრაინის ტრანზიტზე მაშინაც კი, როდესაც ის კანცლერის პოსტს დატოვებს. „უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი დამოკიდებული იქნება მიწოდების კონტრაქტებზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. პრესკონფერენციაზე ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. „ზღვაში 15 კილომეტრი დარჩა გასაყვანი. სულ ეს არის. შეიძლება ითქვას, რომ გაზსადენის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ვლადიმერ პუტინის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა პოლიტიკური პროცესის ნაწილი არ არის. 21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ...

Read More »

“გაზპრომი” მზად არის Nord Stream 2-ის მეშვეობით, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი წელსვე მიაწოდოს ევროპას

თუ Nord Stream-2-ის მილსადენის მშენებლობა დასრულდება, “გაზპრომმა” შესაძლოა წელსვე დაიწყოს ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგება. მიმდინარე წლის მოცულობა, სავარაუდოდ, 5.6 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. – უწყება “რია ნოვოსტი. გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობა, რომლის საერთო სიმძლავრეც წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია და რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში განახორციელებს “ცისფერი საწვავის” ტრანსპორტირებას, თითქმის 99%-ით დასრულებულია. აღნიშნული პროექტი ხორციელდება Nord Stream 2 AG–ის ...

Read More »

რუსული ნავთობის ექსპორტზე გადასახადი 1 სექტემბრიდან შემცირდება

რუსეთის ფედერაციიდან ნავთობის ექსპორტზე გადასახადი 1 სექტემბრიდან $ 3.2-ით შემცირდება და ტონაზე $ 64.6-ს შეადგენს. ამჟამად, ნავთობზე საექსპორტო გადასახადი 67,8 აშშ დოლარია 1 ტონაზე. გადასახადი ნავთობპროდუქტებსა და ზეთებზე შემცირდება ტონაზე 20,3 დოლარიდან – 19,3 დოლარამდე, ხოლო კომერციული ბენზინის ექსპორტზე გადასახადი შემცირდება ტონაზე 20,3 აშშ დოლარიდან – 19,3 დოლარამდე. დაბოლოს, გათხევადებული ბუნებრივი აირის (LPG) გადასახადი იქნება ტონაზე 69,9 $, სუფთა LPG ...

Read More »

“ურალის” ნავთობი ევროპაში პოზიციებს კარგავს

“ურალის” ნავთობის ფასები ჩრდილო-დასავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში 4-დან 11 აგვისტომდე მწირი მოთხოვნის გამო შემცირდა. ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ბევრმა გადამამუშავებელმა ალტერნატიული მარკების ნავთობის შეძენა აირჩია, მათ შორისა ნორვეგიელი “იოჰან სვერდრუპი” და იაფი ნედლეული ერაყიდან, აღნიშნეს ბაზრის მონაწილეებმა. სავაჭრო კომპანია Glencore–მა 11 აგვისტოს გააკეთა შესთავაზება 100 ათასი ტონა “ურალის” ნავთობზე, ბალტიის პორტებიდან გადაზიდვით ჩათვლით, ბარელზე 2.20 $ ფასდაკლებით. იმავე დღეს, Gunvor–ის სავაჭრო ...

Read More »

შავი ზღვა და ნოვოროსიისკის სანაპირო დაღვრილი ნავთობისგან სრულად გაიწმინდა

ნოვოროსიისკის მახლობლად, შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის ლიკვიდაცია დასრულებულია, მაგრამ  სიტუაციის მონიტორინგი ამ დრომდე გრძელდება. ამის შესახებ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი გორბანმა განაცხადა. მისი თქმით, შავი ზღვის წყლები და სანაპირო ნავთობისგან სრულად გაიწმინდა. გარდა ამისა, კომპანიამ ყველა მოწყობილობა შეამოწმა და  ყველა ჰიდრავლიკური კომპენსატორი კარგ მდგომარეობაშია. შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის მთავარ ვერსიად ქარხნის ფარული დეფექტი განიხილება, რამაც ჰიდრავლიკური კომპენსატორის დაზიანება გამოიწვია. ზღვაში ნავთობის დაღვრის შესახებ პირველადი ...

Read More »