რუსეთთან “ბუშერის” ატომური ელექტროსადგურის დავალიანებას ირანი კვლავაც ვერ ფარავს

“ბუშერის” ბირთვული ელექტროსადგურისთვის რუსეთისადმი ირანის ვალის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, განაცხადა ირანში რუსეთის ელჩმა ლევონ ძაგარიანმა.

“სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა “ბუშერის” ბირთვული ელექტროსადგურისთვის ირანის დავალიანების საკითხის გადაწყვეტა” – ციტირებს მას “რია ნოვოსტი”.

დიპლომატმა განმარტა, რომ თეირანის განცხადებით, ამერიკის სანქციების გამო, ირანის ხელისუფლებას არ აქვს წვდომა უცხოურ ბანკებში, პირველ რიგში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში არსებული ანგარიშების თანხებზე.

ამავე დროს, მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ “ბუშერის” ატომური ელექტროსადგურის პერსონალი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ “ბუშერ-2”-ის მშენებლობის ვალი დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply