უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შეჩერების გადაწყვეტილებას „ტვიტერზე“ ეხმაურება. ის გერმანიის ნაბიჯს მორალურად და პოლიტიკურად სწორს უწოდებს. „მივესალმები გერმანიის ნაბიჯს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი არსებულ ვითარებაში. ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს რთულ გადაწყვეტილებებს რთულ დროს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს“, – წერს კულება.
Read More »