Tag Archives: #საწვავი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

იანვარ-ნოემბრის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი კი – გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:   2022 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 104,9 ათასი ტონა, რაც 2,1 ათასი ტონით ანუ 2%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (107 ათასი ტონა) შედარებით.   მიმდინარე წლის პირველი 11 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 49,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 47,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი ...

Read More »
რუსული ტერაქტები თურქეთში და საქართველო - ვინ და რატომ აფეთქებს სტრატეგიულ მაგისტრალებს?

სამხრეთ აფრიკაში გაზის ტანკერი აფეთქდა

სამხრეთ აფრიკაში გაზის ტანკერის აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, სატვირთო, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა, მეტროპოლიტენის ხიდის ქვეშ გაიჭედა, ბიძგებმა კი საწვავის აალება გამოიწვია. აფეთქების შედეგად, ასევე, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და საავადმყოფო, საავადმყოფოს შენობის სახურავი ჩაინგრა, რის გამოც საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია დაიწყო. წყარო: pia.ge

Read More »
რამდენად დაბინძურებულია ჰაერი საქართველოში

კანადა 2035 წლისთვის ბენზინის და დიზელის ავტომობილების აკრძალვას გეგმავს

კანადაში 2035 წლიდან ბენზინის და დიზელის ავტომობილების გაყიდვის აკრძალვა იგეგმება. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება. კანადის გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, შედგება დადგენილების პროექტის საჯარო განხილვა, რომელიც მსუბუქი ავტომობილების გაყიდვაზე კვოტების დაწესებას ითვალისწინებს. ამავე პროექტის მიხედვით 2026 წლისთვის კანადაში გაყიდული ავტომობილების 20%-ს გამონაბოლქვის ნულოვანი დონე უნდა ჰქონდეთ. 2030 წლისთვის ასეთი ავტომობილების წილი 60% უნდა იყოს და 2035 წლისთვის – 199%. გარდა ამისა, კანადის ...

Read More »

მაროკოში, ერთ-ერთ პორტთან, გაზის საცავში აფეთქება მოხდა

მაროკოს სანაპიროზე გაზის შესანახ საცავში აფეთქება მოხდა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა – ინფორმაციას arabnews ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია განხორცილდა. მათი ცნობით, კასაბლანკას ჩრდილოეთით 15 კილომეტრში მდებარე ატლანტიკური პორტი მოჰამედიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MAP-ის ცნობით, ხანძრის შედეგად ხუთი ტანკი განადგურდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2022 წლის 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77.99 (+  1,89)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73,17  (+   2,15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მ/წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,61 ათასი ტონა, რაც 2,49 ათასი ტონით ანუ 14,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 4,02 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,62 ათასი ...

Read More »

„დეკემბერში ბენზინის ფასის შემცირება გაგრძელდება“

გლობალური სავაჭრო ჯგუფის” ხელმძღვანელს ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ დეკემბერში ბენზინის ფასის შემცირება გაგრძელდება. „ადგილობრივ ბაზარზე ბოლო თვეების განმავლობაში ბენზინის ფასი შეუქცევადად მცირდება. დიდი ქსელი იქნება ეს, საშუალო თუ მცირე ქსელი ფაქტობრივად ფასების ვარდნასთან გვაქვს საქმე. არაბრენდირებულ სადგურებზე რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება დღეს უკვე 2.40 ლარია. ეს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებით და ლარის კურსის გამყარებითაა განპირობებული. აქედან გამომდინარე საბითუმო ბაზარზეც ...

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

საწვავის რეგულაციები ამცირებს ტრანსპორტის შედეგად წარმოქმნილ ჰაერის დაბინძურებას

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ტრანსპორტირებისას საწვავში გოგირდის რაოდენობის შეზღუდვით, რეკორდულად დაბალ დონემდე შემცირდა ხელოვნური „ტრანსპორტირების ბილიკების“ ღრუბლები 2020-ში. პანდემიასთან დაკავშირებულმა შეფერხებებმა მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა. „სატრანსპორტო ბილიკები“, დაბინძურებული საზღვაო ღრუბლები, რომლებიც  მიჰყვებიან ოკეანის გადამკვეთ გემებს,  თანამედროვე ვაჭრობის ხელწერაა. როგორც მოჩვენებითი თითის ანაბეჭდები, ისინი იკვლევენ გადაზიდვის გზებს მთელს მსოფლიოში, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთიდან  ხმელთაშუა ზღვამდე. თუმცა 2020 წელს  სატელიტურმა დაკვირვებებმა აჩვენა  ამ დაბინძურებული თითის ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ქვეყნები, სადაც ენერგიის ფასები ყველაზე მაღალია

მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გლობალური ენერგომომარაგების ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია, რის შედეგადაც ფასები ბუნებრივ აირზე, ელექტროენერგიასა და ბენზინზე მკვეთრად გაიზარდა. ომის გარშემო არსებული გაურკვევლობა და ცივი ზამთარი კი, სავარაუდოდ, გათბობის ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის. მსოფლიო მასშტაბით, ბენზინზე ყველაზე მაღალი ფასი ჰონგ-კონგში ფიქსირდება, სადაც მოსახლეობა თითო გალონზე საშუალოდ $11.10-ს იხდის – ორჯერ მეტს გლობალურ საშუალოზე. ჰონგ-კონგის მსგავსად, ბენზინზე მაღალი ფასია ...

Read More »

დმიტრი პესკოვი: რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესება „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ გავლენას არ მოახდენს

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განმარტებით, მოსკოვი არ აღიარებს დასავლური ქვეყნების ჯგუფის მიერ დაწესებულ რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს. დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყნის მიერ  რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემოღება არ იმოქმედებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაფინანსებაზე და მიმდინარეობაზე. პესკოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მოამზადებს. „აქ ერთი რამ აშკარაა – ჩვენ არ ვაღიარებთ ფასების ლიმიტს. ერთი რამ ცხადი ...

Read More »