ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მ/წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2022 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,61 ათასი ტონა, რაც 2,49 ათასი ტონით ანუ 14,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 4,02 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,62 ათასი ტონა (18,5%); გერმანია – 2,09 ათასი ტონა (10,7%) რუსეთი – 2,01 ათასი ტონა (10,2%);  და სხვ.

2022 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 116,1 ათასი ტონა, რაც 30,3 ათასი ტონით ანუ 35,3%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (85,8 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში  საავიაციო ნავთის იმპორტის 53,6%  (62,2 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 24,7% (28,7 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან,  15,3% (17,8 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 4,1% (4,8 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან, 2,2% (2,6 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან;

Leave a Reply